საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. კლინიკის ინფორმაციითგარდაცვლილი 82 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მათივე ცნობით, მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, პაციენტს, მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.