ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო
Batumi Daily
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო.
საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის გაცემა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მერიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "აღსაზრდელები იმ პროდუქტებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, რაც სექტემბრის თვეში უნდა მიეღოთ.
„ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 8 000-მდე აღსაზრდელია. თითოეული მათგანის მშობელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ბავშვისთვის განკუთვნილი სასურსათო კალათა. გასულ თვეებში, ანალოგიურად წარმატებით განხორციელდა საკვები პროდუქტის დარიგება. საბავშვო ბაღების ადმინისტრაცია და მშობლები გაფრთხილებულები არიან დაიცვან დისტანცია და ყველა ის რეგულაცია, რაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ არის დაწესებული“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის მერის თანამდებობის შემსრულებელმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: ბათუმის მერია
#batumidaily
#ბათუმისმერია
#ახალიამბებიაჭარაში