მეგრული სამზარეულო - ელარჯის უგემრიელესი გემო.

0
მეგრული სამზარეულო - ელარჯის უგემრიელესი გემო. სამეგრელო გამოირჩევა მრავალფეროვანი, უგემრიელესი და დახვეწილი კერძებით. მეგრულ კერძებს უგემრიელეს გემოს ანიჭებს კერძების შემადგენელი ინგრედიენტების ერთმანეთთან შეხამების განსაკუთრებულობა. დღეს ერთ-ერთ ტრადიციულ კერძზე - ელარჯზე ვისაუბრებთ. ელარჯის მომზადება ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა მისი ნამდვილი გემოს გასინჯვა მხოლოდ სამეგრელოშია შესალებელი. ელარჯის მთავარი საიდუმლო კარგი ხარისხის, ახალი, რძიანი სულგუნია. ძველად ელარჯს მეგრულ სამზადში, ცეცხლზე ხარშავდნენ. კვამლისგემოდაკრული, საუკეთესო ღომისა თუ სიმინდის ღერღილისგან დამზადებული ელარჯი კარგად უნდა იწელებოდეს. ელარჯის მომზადებას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. დროის დაკლება ან გადაცილება არასასურველი კონსისტენციის გარანტი იქნება. ელარჯი მეგრული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია, ამიტომ ნებისმიერი ქართველი ვალდებულია ერთხელ მაინც დააგემოვნოს იგი. ინგრედიენტები: სიმინდის ფქვილი – 70 გ სიმინდის ღერღილი -350 გ სულგუნი – 500 გ (გახეხილი) წყალი – 700 მლ.
#სამეგრელო
#მეგრულისამზარეულო
#ელარჯი
#მრავალფეროვნება
#მეგრულიგემო
#zugdididaily
0