საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

0
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე უკვე აისახა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 58 წლის პაციენტია, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. , , მას ჰქონდა ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა მძიმე მიმდინარეობით. პაციენტი მოთავსდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენ კლინიკაში. პირველ ეტაპზე იყო თერაპიულ განყოფილებაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. დაუფიქსირდა სუნთქვის უკმარისობა, კლინიკურად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი, “- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
#კორონავირუსი
#პაციენტი
#გარდაცვლილი
#საუნივერსიტეტოკლინიკა
#ლევანრატიანი
#tbilisidaily
0