ანიმე ფილმები გამოირჩევა სიუჟეტრი მრავალფეროვნებით, დახვეწილი მხატვრობით და ერთი საინტერესო ისტორიით.
მათში ვიხილიავთ ფართოდ წარმოდგენილ იაპონურ კულტურას და ვიმოგზაურებთ იაპონიის საოცარ ადგილებში, ფანტასტიკურ და ზღაპრულ სამყაროებშიც კი !
ანიმე ფილმების ერთ-ერთი ცნობილი სტუდიაა, სტუდია გიბლი, რომელიც ცნობილი შემდეგი ანიმეებით გახდა; ''Spirited Away'', ''My Neghboor Totoro'', ''Howl's Moving Castle''.
აქ მოცემულია ანიმე ფილმების სია, რომელთა ნახვაc ნამდვილად გჭირდებათ, მაშინაც კი, თუ მათ შესახებ აქამდე არ გსმენიათ.
1. ტოკიოელი ნათლიები
ახალი წლის ღამე ტოკიოში, სამი უსახლკარო ნაგვის გროვაში ჩვეულად ახალ ნივთებს და საკვებს ეძიებიან, როდესაც უეცრად ჩვილი ბავშვის ტირილს გაიგონებენ. გადავწყვიტავენ, რომ ბავშვის მშობლები იპოვნონ და ამის ფონზე მთელს ტოკიოში დახეტიალობენ. ამ სამ ადამიანს თავისი უჩვეულო და საინტერესო ცხოვრების ისტორია აქვს, მიუხედავად იმისა რომ ანიმე იუმორით და ხუმრობებით არის გაჯერებული, ძალიან გულისამაჩუყებელი და ოდნავ სევდიანი ფილმია ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე, ოჯახსა და სიყვარულზე.
2. გოგონა რომელმაც დრო დაამარცხა.
სამეცნიერო ფანტასტიკა, გოგონაზე სახელად მაკოტო, რომელსაც ხელში ჩაუვარდება დროში მოგზაურობის შესაძლებლობა, ის ამ ძალას საკუთარი სარგებელისთვის იყენებს, თუმცა მალევე მიხვდება რომ ეს გარემოზე და ასევე მისცხოვრებაზე ცუდ გავლენას ახდენს. წინ კიდევ ბევრი რამ ელის, აღმოჩნდება რომ ეს ძალა თანდათან სუსტდება და დროში ნახტომების რაოდენობა მცირდება. ერთი სიტყვით, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ანიმეა, მეგობრობაზე, მოზარდების ცხოვრებაზე და სიყვარულზე.
3. ტყეში ციცინათელების შუქში.
მანგაზე დაფუძვნებით შექმნილი ანიმე, რომელიც 45 წუთს მოიცავს.
რომანტიკული და სევდიანი ისტორია ადამიანისა და ტყის სულის მეგობრობაზე.
პატარა ჰოტარუ ტყეში დახეტიალობდა როდესაც შეხვდა ტყის სულს, ჯინს, ისინი ერთგული მეგობრები გახდნენ და ყოველ ზაფხულს, როდესაც ჰოტარუ ქალაქიდან სოფელში ჩადიოდა იწყებოდა ახალი თავგადასავალი ჯინთან ერთად.
თუმცა ამ ამბავს ერთი სამწუხარო ფაქტი ახლავს, თუ ჯინს ადამიანი შეეხება ის გაქრება.
ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ფილმი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
4. მივიწყებული ხმების დამჭერნი
ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე სახელად ასუნა, ის თავისუფალ დროს იმ იდუმალი ხმის მოსმენაში ატარებს, რომელსაც მამამისის მიერ დატოვებული კრისტალის საშუალებით მიაგნო.
აღმოჩნდება რომ ეს ხმები, საიდუმლო მაგიური სამყაროდან ისმის, იქ სადაც გარდაცვლილი სულები მიდიან, და ძველი არსებები ცოცხლობენ.
ერთ დღეს ასუნას მასწავლებელი გაანდობს, რომ მისი გარდაცვლილი ცოლის დასაბრუნებლად მიემმგზავრება ამ სამყაროში, რისთვისაც გოგონა და კრისტალიც დასჭირდება.
ანიმე სავსეა მრავალფეროვანი კადრებით, ფერებით და ძალიან დახვეწილი მხატვრობით.
ეს დიდი თავგადასავალი ძალიან ნასიამოვნებს დაგტოვებთ.
5. მერი და ალქაჯის ყვავილი
მერი, წითური გოგონა, რომელიც ბებიასთან გადავა საცხოვრებლად, ერთი სიტყვით, მოუხერხებელი და უღბლო გოგონა, ერთ დღეს მისტიკურ ყვავილს აღმოაჩენს, საიდანაც მერის ცხოვრება ირევა.
მფირნავი ცოცხლიმას ჯადოქრების სკოლაში მიიყვანს, აღმოჩნდება, რომ სკოლის დირექტორი, ამ ყვავილზე ნადირობს და ძალზედ ცუდი განზრახვები აქვს, თუმცა მერი ამ მაბის მტავარი გმირია დაის ყველაფერერსგამოასწორებს.
თუ ფიქრობთ, რომ ეს ანიმე ბავშვებისთვისაა, სულაც არა, იდეალურად შესრულებული ანიმაცია-მხატვრობა, სასიამოვნოდ ლამაზი სიუჟეტები, ერთი სიტყვით გულს გაგითბობთ და არ ინანებთ ამ არჩევანს.