ალბერტ ბანდურა (ნაწილი 2) - თვითგანმტკიცება; თვითეფექტურობა; თვითაქტუალიზაცი და მოლოდინი

0
✅ შინაგანი სტანდარტი და თითგანმტკიცება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ჩვენ გვაქვს შინაგანი სტანდარტები და როგორც უკვე ვთქვით ის ინდივიდუალურია. ჩვენ ქცევას ვაფასებთ შინაგანი სტანდარტებით, რომელიც შემდგომ თვითგანმტკიცებაზე ზრუნავს. გააჩნია ჩვენი ქცევა და შინაგანი სტანდარტები რამდენად მოდის თანხვედრაში, ანუ რამდენად ემთხვევა ჩვენს შინაგან კონტექსტებს წარმოშობილი ქცევა. თუ ჩვენ მას გადავუხვევთ დამსჯელობითი პროცესი მიმდინარეობს, ხოლო თუ სტანდარტებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ შექებითი პროცესია. თვითგანმტკიცება კი სწორედ ამ პროცესების მიხედვით მოქმედებს. ის მოტივაციური პროცესია და ადამიანი რაც უფრო არ ღალატობს შინაგან სტანდარტს თვითგანმტკიცება მით უფრო პოზიტიურია. ?‍♂️?‍♀️ თვითეფექტურობას განსაზღვრავს ჩვენი წარსულის გამოცდილებები. რაც უფრო მეტი სწორი გზა ავირჩიეთ, მით უფრო თვითეფექტურია შემდგომ ადამიანი, რადგან მას საშუალება აქვს იწინასწარმეტყველოს რა მოჰყვება ამა თუ იმ არჩევანს. წარმატება ზრდის თვითეფექტურობას, ხოლო წარუმატებლობა ამცირებს. თვითეფექტურობის თეორიის მიხედვით ადამიანებს სწამთ რომ მათ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრებისა და არჩევნის მართვა და ზოგადად ზეგავლენის მოხდენა მათ ცხოვრებაზე. ?რა განსხვავებაა თვითეფექტურობასა და მოლოდინს შორის❓ მოლოდინი ადამიანების აწ უკვე განხორციელებული ქცევების შედეგად წინასწარმეტყველური დასასრულია, რაიმე კონკრეტული ქცევის ბოლოს, ანუ ადამიანებს აქვთ მოლოდინი რაიმე ქცევა რა შედეგით დასრულდება, ხოლო თითეფექტურობისას ადამიანი იყენებს ძველ გამოცდილებასაც, მაგრამ ამ დროს ისიც სწამს რომ ნებისმიერ ცხოვრებისეულ მოვლენაზე ზემოქმედება და შეცვლა შეუძ₾ია, ანუ მოლოდინების უგულვებელყოფაც შეიძლბა მოხდეს, ამასთანავე თვითეფექტურობისას, განსხვავებით მოლოდინისა დიდი მნიშნელობა აქვს გარემოსა და ჩვენივე ცნობიერის ურთიერთქმედებაზე. ❗თვითეფექტურობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს❗ 1. საკუთარი ქმედების გამოცდილება - თუ მოცემული ამოცანა გავაკეთეთ ადრე და ის წარმატებით დასრულდა იზრდება თვითეფექტურობა, ხოლო თუ მარცხი განვიცადეთ მცირდება; 2. არაპირდაპირი გამოცდილება - ამ პროცესში ჩვენ სხვაზე დაკვირვებით ვხელმძღვანელობთ. მოცემულ სიტუაციაში თუ ჩვენი მსგავსი ადამიანი წარმატებული თვითეფექტურობა იზრდება, ხოლო თუ წარუმატებელია მცირდება. ამასთანავე როდესაც ადამიანები ხვდებიან რომ მათი ძალები კონკრეტულ ამოცანას არ ჰყოფნის და ამ ამოცანას მასზე გამოცდილები ასრულებენ ამ დროსაც მცირდება თვითეფექტურობა; 3. საზოგადოებრივი აზრი - ადამიანების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება პოზიტიური და ნეგატიური იყო და შესაბამისად იცვლება თვითეფექტურობაც. მაგრამ აქ იმასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ ვინ, გამოთქვამს ამ აზრს და რა სოციალურ საფეხურზეა ის; 4. ადამიანის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა - ადამიანი თუ ფიზიკურად ცუდადაა თვითეფექტურობა ლოგიკურია რომ შემცირდეს. თუ ემოციურად დასტრესილი და დაძაბულია ამ შემთხვევაშიც მცირდება თვითეფექტურობა. მარტივ ამოცანას ასრულებს დაძაბულობის დროს, მაგრამ რთულებს ვერ გაუმკლავდება. ?მაღალი ან დაბალი თვითეფექტურობის გარემოს ხელსაყრელ, ან არახელსაყრელ პირობებთან კომბინაციის ოთხი შესაძლო ვარიანტი და მათი როლი წარმატების პროგნოზირებაში. 1. როდესაც თვითეფექტურობა და ხელსაყრელი გარემო მაღალია. ესაა ყველაზე კარგი მდგომარეობა; 2. როდესაც დაბალია თვითეფექტურობა, მაგრამ მაღალია ზელსაყრელი გარემო. ამ დროს ადამიანი შეიძლება დეპრესიული გახდეს, რადგან ჩვენ სამწუხაროდ ვედრებით სხვებს, ამ დროს კი თავი უნიჭო და უსარგებლო გვგონია; 3. როდესაც თვითეფექტურობა მაღალია, მაგრამ გარემო არაა ხელსაყრელი. აქ მონდომებული ადამიანი ადამიანი გამოსავალს მაინც იპოვნის, შეეცდება გამოასწოროს მოცემული გარემო, ან დაისახოს სხვა მიზანი; 4. როდესაც თითეფექტურობა და არახელსაყრელი გარემო ერთადაა მოცემული. ამ დროს ადამიანი ხდება სასოწარკვეთილი და უმოქმედო, რადგან ის არაეფექტურია და არც შესაბამისი გარემოა, რათა მისი წახალისება, ან მასში მონდომება გააღვიძოს. ამ ოთხ ფაქტორს შეუძლია იწინასწარმეტყველოს ადამიანის წარმატება, ან წარუმატებლობა. მათი როლი დიდია.
#ფსიქოლოგია
#ალბერტბანდურა
#თბილისი
#psychology
#albertbandura
#tbilisi
0