0
ოდესმე დავწერ ისეთ ხალხზე ერთგულება რომ იციან, ისეთ მახინჯ ცოლებზეც დავწერ, კარგ ქმრებს რომ ღალატობენ, კარგ ქმრებზეც დავწერ, შვილების მოვლისგან გადაღლილი ცოლები რომ აღარ უყვართ, დავწერ შეუგნებელ მოაზროვნეებზე, აზრიან "გაუნათლებლებზე", რომლებსაც დრო არ ეყოთ სწავლისთვის იმ სამსახურის გამო, საიდან მიღებული ანაზღაურებითაც საჭმელს ყიდულობდნენ, დავწერ წიგნგადაშლილ შტერებზე, უდიპლომო გენიოსებზე, სოფელში დაბადებულ-გაზრდილ ინტელიგენტებზე, "ქალაქელ" მუქთახორებზე... დავწერ შენზე, როგორც კლოუნზე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება გაითამაშა. და ბოლოს, დავწერ ადამიანებზე, ნამდვილ ადამიანებზე ერთმანეთის ცხოვრების გალამაზება რომ სცადეს... გოდერძი ჩოხელი
0