10 უცნაური რამ, რაც არ იცით მარკ ცუკერბერგის შესახებ

1
მარკ ცუკერბერგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია. ის, რასაც მან 32 წლის ასაკში მიაღწია, საკმაოდ შთამბეჭდავია. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ზე ყოველთვიურად მილიარდზე მეტი მომხმარებელი გროვდება და მარკის მეუღლის – ჩან ცუკერბერგის ინიციატივის ფარგლებში, მას მილიარდობით დოლარი აქვს შეწირული სამედიცინო კვლევისთვის, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მარკ ცუკერბერგიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც სხვების მსგავსად, ახასიათებს უცნაურობები. წარმოგიდგენთ რამდენიმე მოულოდნელ ფაქტს Facebook-ის დამფუძნებლის შესახებ. 1. სკოლის დამთავრებისას ცუკერბერგმა კინაღამ Microsoft-ში ამოყო თავი საშუალო სკოლაში სწავლის ბოლო წლებში, თანამოაზრესთან ერთად მან პროგრამა Synapse Media Player შექმნა. ეს გახლდათ mp3 პლეიერი, რომელიც მომხმარებლის საყვარელ სიმღერებს ინახავდა და მათ მიერ შერჩეული მუსიკალური ნაწარმოებების ჩამონათვალს ადგენდა. ეს, ფაქტობრივად, ადრეული Spotify თუ Pandora იყო. Microsoft-ი გულმოდგინედ ეცადა კომპანიის ყიდვასა და მისი დამფუძნებლების გადაბირებას, მაგრამ სიეტლის ტექნოლოგიურ გიგანტთან მუშაობის ნაცვლად, ცუკერბერგმა და მისმა თანაავტორმა, ადამ დი ანგელომ, რომელმაც შემდგომ Quora შექმნა, აღნიშნული ტექნოლოგია დააპატენტეს და კოლეჯში სწავლა გადაწყვიტეს. 2. საშუალო სკოლაში სწავლის შუა წლებში იგი უკვე გამომგონებლობით იყო დაკავებული 12 წლის ასაკში ცუკერბერგმა შექმნა მყისიერი შეტყობინების პროგრამა ZuckNet-ი, რომელიც მამამისს პაციენტების მოსვლას ამცნობდა. 3. მოულოდნელობითაა სავსე მისი პოპკულტურული გემოვნება ცუკერბერგის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოებია ვერგილიუსის „ენეიდა“, ხოლო მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სატელევიზიო შოუა პოლიტიკური დრამის ჟანრის სერიალი „მარცხენა ფლიგელი“, რომელიც აარონ სორკინმა შექმნა. ამ ადამიანის სახელს ასევე უკავშირდება Facebook-ის შექმნის შესახებ გადაღებული ფილმი „სოციალური ქსელი“. 4. მას ხელმომჭირნე პიროვნებად იცნობენ მიუხედავად იმისა, რომ დღეს აქვს ლამაზად მოწყობილი სახლი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მქონე მოსამსახურე განაგებს მორგან ფრიმენის ხმის იმიტაციით, 2010 წელს The New Yorker-თან საუბრისას ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ყველა თავისი ბინა მან Craiglist-ზე იპოვა. 5. მისი მხედველობის მდგომარეობით აიხსნება Facebook-ის ძირითადი ფერი Facebook-ის ლოგოს ფერი ლურჯია, ვინაიდან მწვანე და წითელ ფერებს ცუკერბერგი ვერ არჩევს. 6. ყოველთვის მაღალი დონის კოდირებას როდი ეწეოდა კოდირება თავდაპირველად მან წიგნიდან „C++ სულელებისთვის“ ისწავლა. 7. იგი რამდენიმე ენას ფლობს მას ყოველთვის აინტერესებდა უძველესი ენები, როგორიცაა მაგალითად, ლათინური ენა. საუბრობს ჩინურ ენაზეც. 8. Facebook-ის გაყიდვაზე მას ბევრჯერ მოუწია უარის თქმა Facebook-ის ყიდვით ბევრი დიდი კომპანია იყო დაინტერესებული. რინგზე გამოსვლა სცადა ყველამ, მათ შორის NewsCorp-მა, MySpace-მა, Viacom-მა, Yahoo-უმ, NBC-იმ, Microsoft-მა (ისევ) და Google-მა. თუმცა, ცუკერბერგი მყარად იდგა უარზე. 9. პირველი შეხვედრა მეუღლესთან ცოტაოდენ უხერხული იყო ცუკერბერგი და მისი მეუღლე, დოქტორი პრისცილა ჩანი, რომლებიც დღეს მშობლები და დიდი ქველმოქმედები არიან, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის საძმოს წვეულებაზე, ტუალეტის რიგში შეხვდნენ ერთმანეთს. 10. იგი სტივ ჯობსის დიდი თაყვანისმცემელია როგორც ჩანს, Apple-ის გარდაცვლილი დამფუძნებლის გამბედავმა ლიდერულმა სტილმა შთააგონა ცუკერბერგს ის მესიჯი, რომელიც თავის პირველ სავიზიტო ბარათზე აღბეჭდა: I am CEO, bitch. წყარო: https://www.google.com/amp/s/www.entrepreneur.com/amphtml/325743
#news
1