მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან

0
?? Only lovers left alive , ძალიან სპეციფიკური შარმიანი და მეტაფორებით გაჟღენთილი ფილმია, მოცემული ორი ვამპირის უტოპიური, ძლიერი და დაუსრულებელი სიყვარულით აღსავსე ცხოვრებით. ?? ? ფილმში მთავარია დაინახო მხატვრული ალუზიები, დაბრძენებული და ყველას ეპოქის მომსწრე ვამპირების ღრმა ფიქრი, საერთო მელანქოლია - ზუსტად ამ ყველაფრითაა მდიდარი მთელი ფილმის სურათი, გაფორმებული შესაფერიი ხარისხიანი საუნდთრექებით. რეჟისორი მკვეთრად გრძნობს და აღიქვამს თანამედროვე სამყაროს ხელოვნურობას, განიცდის წარსულზე ნოსტალგიას, განიცდის იმ დროზე როცა ყველაფერი გაჟღენთილი იყო დიდი სითბოთი და სიყვარულით, რაც მკვეთრად აისახება ადამის მუსიკალური ინსტრუმენტებითა თუ მუსიკით გატაცებაზე. თითოეული ინსტრუმენტი ინახავს უდიდეს მოგონებებს და ემოციებს, ადამი და ევა ამას ზედმეტად კარგად გრძნობენ და იციან მათი ნამდვილი ღირებულება. (რათქმაუნდა მარტო მუსიკალურ ინსტრუმენტებს ეს არ ეხება) ?სუფთა სისხლის განცხრომით სმაც ზუსტად იმის მეტაფორაა რომ ცხოვრებაში ნამდვილად ღირებული და განუმეორებელი სინამდვილით დავტკბეთ, და უხარისხო მოწამლული სისხლი არ მივიღოთ. ფილმში ასევე ის აზრიც იკვეთება რომ ყველაფერი ღირებული თავიდან გავიაზროთ, რომელიც სინამდვილეში ძალიან ახლოსაა ჩვენთან, ჩვენ უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. ძალიან დახვეწილი ფილმი იყო ჭეშმარიტი ღირებულებების დაუკარგავ მარადიულობაზე ❤️ ?"ადამიანები ერთმანეთისთვის იქმნებიან, რაც არ უნდა დაშორდნენ ისინი ერთმანეთს, ცხოვრება მაინც ერთმანეთს შეახვედრებს." ?
#onlyloversleftalive
#news
#opinion
#photo
#goodplaces
#art
Tbilisi
0