ძილის პარალიზი – ანუ „ღამის კოშმარი“

0
ძილის პარალიზი არის ფენომენი, რომელიც ხდება ადამიანის ჩაძინებისას ან გაღვიძებისას, როდესაც მას არ შეუძლია მოძრაობა, ლაპარაკი ან რეაგირება, ვინაიდან პარალიზებულია. ამას ხშირად საშიში ჰალუცინაციებიც მოჰყვება და მოვლენა რამდენიმე წამიდან წუთამდე გრძელდება. ის არ არის სიცოცხლისთვის საშიში. მსოფლიოს მოსახლეობის 8%-ს სულ მცირე, ერთხელ, მაინც განუცდია ძილის პარალიზი. გამომწვევი მიზეზები: ძილის პარალიზი (დამბლა) უმეტესად გამოწვეულია ძილის უკმარისობით ან მემკვიდრეობითობით, თუმცა დაკავშირებულია სხვა დარღვევებთანაც, როგორებიცაა: სტრესი და შფოთვა. ძილის პარალიზის შანსს კიდევ უფრო ზრდის გულაღმა წოლა ძილისას. მეცნიერებს სჯერათ, რომ ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი თვალების სწრაფი მოძრაობის, სწრაფი ძილის, პერიოდის გაწყვეტაა. იხ.სრულად
0