რა წესები უნდა დაიცვან სამშენებლო კომპანიებმა, თუ ხვალიდან საქმიანობას გააგრძელებენ

0
დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 5 მაისიდან სამშენებლო ბიზნესი აღდგება. ასევე, ნებართვის მიღების შემდეგ საქმიანობას შეძლებს ყველა ის კომპანია, რომელსაც სამშენებლო ბიზნესთან შეხება აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს გამოცემული აქვს რეკომენდაციები და წესები სამშენებლო სექტორისთვის, რომლის დაცვაც აუცილებელია. გთავაზობთ გავრცელებულ რეკომენდაციებს: დასაქმებულის ვალდებულებები დამსაქმებელმა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევა, უნდა შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი – გავრცელების პრევენციას; მიაწოდეოს დასაქმებულებს ინფორმაცია უსაფრთხო მუშაობის პროცედურების და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ ; სამუშაო სივრცეში განათავსოს განცხადებები COVID-19-ის შესახებ და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ არის განსაზღვრული; იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად (ადმინისტრაციული პერსონალი), მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება; მოსასვენებელი ოთახის/სასადილო ოთახის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; სამუშაო ადგილზე უზრუნველყავოს ხელის დაბანის შესაძლებლობა, შესაბამისი საპნითა და სხვა ჰიგიენური საშუალებებით. ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი ხსნარი; თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები; დარწმუნდინენ, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან და იციან მისი გამოყენება შესაბამისი წესების დაცვით; ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება სამუშაო გარემოში; დაატრენინგოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა/მოცილებაზე; უზრუნველყოს დასაქმებულები სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ჩაფხუტი, ხელთათმანი, რესპირატორი) და დააწესეთ კონტროლი მათ გამოყენებაზე; პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია; გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია; მოაწესრიგოს ერგონომიკა სამშენებლო მოედანზე. უზრუნველყავით სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და სამშენებლო ნარჩენების დროული გატანა. დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის, სამუშაო სივრცეში უზრუნველყაოს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში დაწვრილებით არის საუბარი, თუ როგორ უნდა დაიცვას დამსაქმებელმა ობიექტზე ჰიგიენის წესები. ჰიგიენის დაცვის სავალდებულო წესები დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე; სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად; მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა); მოერიდეთ თავშეყრას, რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა); სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი; სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ ხელები; გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას; დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა); დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში; მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზ შეხებას.
0