აჭარის მასშტაბით ახალი ინფიცირების შემთხვევები აღარ ფიქსირდება

0
ბათუმში ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა. ბოლო სამი დღის განმავლობაში არც აჭარის მასშტაბითაა ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურებული. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 200 ადამიანის ტესტირების პასუხი მოვიდა და ყველა უარყოფითი აღმოჩნდა. მან ასევე თქვა, რომ აჭარაში სულ 32 გამოჯანმრთელებული პირია. "მედალფაში" კი 23 პირი მკურნალობს და ერთი პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას. ქობულეთის სამი სოფელი ამ ეტაპზე ისევ ჩაკეტილია, შემთხვევების რაოდენობა ქობულეთის კლასტერიდან კი ისევ 36-ს შეადგენს. რისკ ჯგუფების ტესტირება ისევ გრძელდება და დღის განმავლობაში კიდევ 29 ადამიანის ტესტირების შედეგი გახდება ცნობილი. #კორონავირუსი #აჭარა #ტესტირება #ქობულეთი #ბათუმი #batumidaily
0