ბლიც-ინტერვიუ მხატვარ ქრისტინე რობაქიძესთან

0
ქრისტინე რობაქიძესა და მის შემქომედებას ყველა კარგად იცნობს. ქუთაისელი მხატვარი დღეს ჩვენი რუბრიკის - ბლიც-ინტერვიუს სტუმარია: 1. ეს კარანტინი რომ დასრულდება პირველად... ალბათ, მეგობრებს დავურეკავ და შევხვდებით სადმე, ქუთაისის ცენტრში, ყავას დავლევთ და ვისაუბრებთ. ისე, ჩემთვის დიდად არაფერი შეცვლილა, დროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებდი იზოლაციამდეც. 2. ბოლო დროს აკვიატებული ფრაზა … „ნიკოლოზი ვისია? დედასი. ნოა გოგო ვისია? დედასი“ 3. კუმირი... ვერ ვიხსენებ, არ მყავს. 4. ვნანობ... დაკარგულ დროს. რომ ზარმაცი ვარ და სხვის აზრს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. 5. მშურს... არ მახსენდება, რომ ვინმესი მშურდეს. შეიძლება ვინმეს რამე თუ აქვს მეც მომინდეს, ან ვინმე რამეს თუ აკეთებს, მეც მომინდეს გავაკეთო, მაგრამ მას რომ აქვს, ან აკეთებს არ მშურს, უბრალოდ მეც ვისურვებდი. 6. როგორ უხსნი სიყვარულს? სიტყვით და ქმედებით. მარტო სიტყვების არ მჯერა, მარტო ქმედებაც მშრალია. ორივე ერთად 7. საუკეთესო თვისება, რაც მაქვს. სამართლიანობა 8. ვიქნებოდი ავტორი წიგნისა „ბეჭდების მბრძანებელი“ , ჰარი პოტერის ავტორობაზევ მიოცნებია. 9. რომელ პერსონაჟთან (წიგნის, ფილმის, ანიმესი) გექნებოდა რომანი? წმინდა მანუელ სათნო წამებულთან (უნამუნო) , რომანი არა ოღონდ, ვიმეგობრებდი. 10. ჩემთვის სიტყვა „სექსუალურის“ დეფინიცია არის... ცხელი. 11. ჩემი ყველაზე დიდი მიღწეევაა... ჩემი ორი შვილი. 12. როცა აღარ ვიქნები, ჩემზე მინდა თქვან, რომ ... როცა აღარ ვიქნები, რაც უნდათ ის თქვან, სანამ ვარ, თუ ვინმეს რამეს თქმა გინდათ, მითხარით:)) 13. ჩემი ყველაზე უცნაური თვისებაა... ის რომ თავი ისევ პატარა მგონია 14. კომპლექსი... ფიზიკური დეტალები მაკომპლექსებდა ადრე, ახლა უფრო გართულდა საქმე, სულიერში გადავედი. 15. საუკეთესო ჭორი, რაც საკუთარ თავზე გამიგია... რომ დედა მიწერდა ლექსებს(დედა ლექსებს წერს) და მერე როცა ხატვა დავიწყე დაინტერესდნენ, ოჯახში თუ ხატავდა ვინმე? 16. მონოგამია თუ პოლიგამია ? გამწარებული მონოგამი ვარ. 17. წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი რომელიმე მეამბოხე და ძლიერი გოგო ვიქნებოდი 18. როგორ სიკვდილს ისურვებდი? უმტკივნეულოდ, უცებ. ტკივილს ვერ ვუძლებ. 19. რამე მოგიპარავს? დიახ, თინეიჯერობის წლებში ჩინური მაღაზიიდან ლურჯი, ბრჭყვიალა ტანგა მოვიპარე, რომელსაც დღემდე ვინახავ. ორი ლარი ღირდა, უბრალოდ გამყიდველ ბიჭთან იმ ორი ძაფის მიწოდება შემრცხვა, ჩავიდე ჯიბეში და გამოვიძურწე. 20. ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება მე, მამა და დედა შოვში ვიყავით ერთად, ტყეში წავედით სოკოების საკრეფად, მერე მინდორში ვიწექით და ვსაუბრობდით, გაწვიმდა და სახლში გამოვიქეცით, ზღაპრულ კადრად შემომრჩა. 21. შემდეგ ცხოვრებაში ვიქნებოდი. არ ვიცი, ძალიან მეზარება შემფეგ ცხოვრებაშიც ვინმე ვიყო. 22. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემი ცხოვრებიდან ამოვჭრიდი... რამდენიმე ადამიანს და სიტუაციებს. 23. ადამიანი, რომელმაც შემცვალა შვილებმა 24. სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე მეზობელმა ბებომ მითხრა ადრე, ბებია, რაღა დროს შენი ველოსიპედია, დასერიოზულდი, ასე ვინ გითხოვსო. ჰოდა, მისი სიტყვებით რომ ვთქვა ‘გავსთხოვდი’( ჩემნაირ ველოსიპედიანზე), ბავშვებიც გავაჩინე და ბუნებრივ კვებაზეც მყავს ორი წელია (ამას მართლა აღარ ელოდა) . 25. 12-17 წლის საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ... ჩავიხუტებდი და ბევრს მოვეფერებოდი, სულ კარგ რამეებს ვეტყოდი და შევაქებდი. 26. უმოქმედო ვხდები და ვიყინები, როცა ოჯახის წევრი, ან ვინმე, ვინც მიყვარს ავადმყოფობს. 27. ყველაზე მეტად იმედი გამიცრუა... საკუთარმა თავმა. 28. ყოფილა ოდესმე წამი, როცა გიფიქრია, რომ „აი, ახლა ვარ ბედნიერი“? დიახ, ხშირად . 29. ჩემი დევიზია სიყვარულით... #ქრისტინერობაქიძე #ბლიცინტერვიუქუთაისელთან #art #kutaisidaily
0