კრემიანი ფუნთუშა

0
❤️ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ❤️ 500 გ. რძე 50 გ. კარაქი 1 სუფრის კოვზი საფუარი 2 კვერცხი. ცოტა მარილი 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი 2 სუფრის კოვზი ზეთი ფქვილი რასაც შეიზელს. ❤️კრემი❤️ ავადუღოთ 0, 5 ლიტრი წყალი. ცალკე ჯამში 0, 5 ჭ. შაქარი და 0, 5 ჭ. ფქვილი ავურიოთ და ცოტა წყალი დავასხათ, შემდეგ ნელ-ნელა ჩავასხათ მდუღარეში და ვურიოთ. ნელ ცეცხლზე მივშუშოთ, სანამ ფქვილის გემო არ გაქრება. დავუმატოთ ვანილი. ❤️ცომის მომზადება ❤️ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შემდეგ ავურიოთ კარგად ათქვეფილი კვერცხი. შერბილებული კარაქი. მარილი, ზეთი, შაქარი. ფქვილი შევაზილოთ ისე რომ მივიღოთ ფაფუკი ცომი. ხელზე უნდა გვეკრობოდეს. დავაცადოთ გაფუება. ამოვიღოთ პატარა გუნდები. გავაბრტყელოთ ხელით. დავადოთ კრემი. მოვახვიოთ, მივცეთ პონჩიკის ფორმა. შემდეგ შევწვათ ზეთში.მოვაყაროთ პუდრი ერთი ულუფიდან გამოდის საშუალო ზომის 32-35 პონჩიკი. ❤️❤️
#culinary
#food
#design
#goodplaces
#opinion
#photo
#art
#news
0