❤️რეცეპტის ინგრედიენტები ❤️
600 გრამი მარგარინი
5 ჭიქა ფქვილი+რამდენსაც შეიზელს
2 ცალი კვერცხი
1 ჩ/კ სოდა ძმრით
1 შეკვრა ვანილი
2 ლიტრი მაწონი
3 ჭიქა შაქარი
❤️რეცეპტის მომზადების საფეხურები ❤️
1 ❤️
500 გრამი მარგარინი მოვათავსოთ თასში და დანით დავკეპოთ. შემდეგ მოვაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და ხელით მოვზილოთ.
2 ❤️
დავამატოთ სოდიანი ძმარი, 1 ცალი კვერცხი, ნახევარი ლიტრა მაწონი და კვლავ მოვზილოთ.
3 ❤️
შემდეგ ისევ დავამატოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, და მოვზილოთ ცომი. ცომი რამდენჯერმე გავაბრტყელოთ, რათა მარგარინი კარგად დაიშალოს. გადავახვიოთ და კვლავ გავაბრტყელოთ – ასე რამდენჯერმე მოვიქცეთ.
4 ❤️
გულსართისათვის: 3 ჭიქა ფქვილი(600 გრამი) დავყაროთ ტაფაზე; დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე; დავამატოთ 3 ჭიქა შაქარი, 100 გრამი დაჭრილი მარგარინი და 1 შეკვრა ვანილი. ვურიოთ, რომ მარგარინი გადნეს და ბოლოს ეს მასა კარგად მოვშუშოთ.
5 ❤️
ცომი კარგად გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ გულსართი. გადავახვიოთ რულეტივით, ოღონდ უფრო წვრილად. ბოლოს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შაქარი.
6 ❤️
ვაცხოთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე.
#goodplaces
#cuisine
#culinary
#food
#opinion
#photo
#news
#art
#funny