3 votes
comments
shares
Save
ჩინეთი კორონავირუსზე ინფორმაციას სამედიცინო აღჭურვილობის მარაგის შესაქმნელად მალავდა-AP
68 reads
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
http://pirveliradio.ge/?newsid=142736

ახალი კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ჩინეთი დაავადების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდა, რათა სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი შეექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ AP აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დასკვნის მიხედვით, ჩინეთის ხელისუფლება იანვარში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ აწვდიდა ინფორმაციას კორონავირუსის გადამდები ხასიათის და შემთხვევათა რაოდენობის შესახებ. ამ დროში ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტი. ამავდროულად, ჩინეთმა პრაქტიკულად აკრძალა ამავე აღჭურვილობის ექსპორტი ქვეყნის გარეთ.

გუშინ, 3 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მრავალი მტკიცებულების მიხედვით, ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ ჩინეთს მსოფლიოში ვირუსი არაერთხელ გაუვრცელებია და ქვეყანას არასტანდარტული ლაბორატორიების ისტორია აქვს.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიოში ჩინურ ლაბორატორიებში შეცდომების გამო ვირუსი გავრცელებულა. პომპეომ აღნიშნა, რომ სადაზვერვო სამსახურები თავიანთ საქმეს აგრძელებენ და ცნობებს ამოწმებენ.

"მე შემიძლია ვთქვა, მნიშვნელოვანი რაოდენობის მტკიცებულებაა, რომ ეს [ვირუსი] ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა", - განცხადა მან.

პომპეოს ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში ვირუსის წარმომავლობის შესახებ. დაზვერვის მიხედვით, მეცნიერული კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული არ არის - "მე ვნახე ის, რაც დაზვერვამ განაცხადა. არ მაქვს მიზეზი დავიჯერო, რომ ისინი შეცდნენ".

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსზე ჩინეთის დეზინფორმაციის კამპანიაზე:

"ჩინეთი მოიქცა ისე, როგორც ავტორიტარული რეჟიმები იქცევიან. ჩინეთმა სცადა დამალვა, დაფარვა, დაბნეულობის შექმნა", - პომპეომ ასევე ხაზგასმით თქვა, რომ ჩინეთმა ჯანმო-ს დაავალა, მასაც იგივე გაეკეთებინა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამან მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი მოიტანა:

"ვფიქრობ, მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ესმის, რომ ვირუსი მსოფლიოს ჩინეთმა მოუტანა".

იმის შესახებ, რომ ჩინეთი კორონავირუსის საწყის ეტაპზე ინფორმაციას მალავდა, AP აპრილშიც, ჩინეთის ხელისუფლების საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა.

ვუხანის ცენტრალურმა საავადმყოფომ უცნობი ვირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებული პირველი პაციენტები გასული წლის 29 დეკემბერს მიიღო. ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი ინფექციის შესახებ მალევე განაცხადა, თუმცა ამტკიცებდა, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის და ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

პარალელურად, მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ ვუხანის მცხოვრებლებს, რომლებიც არ ყოფილან ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე - სწორედ აქედან გავრცელდა დაავადება. ამის გარდა, გამოვლინდა დაავადების პირველი შემთხვევები სამედიცინო პერსონალში. მომრავლებული შემთხვევების ფონზე, ექიმებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ვირუსი ადამიანებისთვის გადამდებია და ინფორმაცია ჯანდაცვის ადილობრივ კომისიასაც მიაწოდეს.

სახელმწიფო უწყებამ ექიმები ჭორების და პანიკის გავრცელებაში დაადანაშაულა. მედპერსონალს აუკრძალეს ვირუსზე საუბარი და სამედიცინო ნიღბების ტარება. წესის დამრღვევები ადგილობრივ პოლიციასა და საზედამხედველო უწყებებში მიჰყავდათ.

ექიმებს, ასევე, აეკრძალათ ვირუსული პნევმონიის დიაგნოზის დასმა. შედეგად, Сovid-19-ის პირველი 40 შემთხვევის აღრიცხვის შემდეგ, ვუხანში დაავადების ახალი შემთხვევების რეგისტრაცია შეწყდა. 5-დან 16 იანვრამდე, ოფიციალური მონაცემებით, ქალაქში ახალი ვირუსის არცერთი შემთხვევა გამოვლენილა.

"ტაბულა"


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
3
Write a comment