ორეშკინს გადაეცით....

0
ცნობილი ამბავია, რომ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III მმართველობის დროს ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ევგენი ორეშკინი დათვრა მეფის დაწესებულებაში. ის ძალიან აგრესიულად იქცეოდა. მის დაშოშმინებას იმპერატორის პორტრეტისკენ მითითებით ცდილობდნენ, რაზეც ორეშკინმა უპასუხა: "მიმიფურთხებია თქვენი იმპერატორისთვის!". ის დააპატიმრეს და საქმე აღძრეს იმპერატორის შეურაცხყოფისთვის, რაც სიკვდილით დასჯას, ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა. როდესაც თვითონ იმპერატორი ალექსანდრე გაეცნო ამ საქმეს მან სიტყვასიტყვით შემდეგი რეზოლუცია დაბეჭდა: "საქმე შეაჩერეთ, ორეშკინი გაათავისუფლეთ, ამიერიდან ჩემი პორტრეტები არცერთ სალოთაო დაწესებულებაში აღარ დაკიდოთ. ჰო, კიდევ, ორეშკინს გადაეცით, რომ მეც მიმიფურთხებია მისთვის".
#ბაკურგელაშვილი
#საინტერესოფაქტები
0