ქართველი მხატვარი- ელენე ახვლედიანი

0
ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი (დ. 5 აპრილი/18 აპრილი, 1901, თელავი ― გ. 30 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960). რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971)ელენე.ახვლედიანის ნამუშევრები სინაზით, მდიდარი ფერადოვნებითა და რომანტიულობით გამოირჩევიან. ასეთი სურათების ავტორი სითამამითა და ექსცენტრიულობით, ნოვატორული იდეებითა და მდიდარი ფანტაზიის მქონე გამორჩეული ქალბატონი გახლდათ. ელენე ახვლედიანიროდესაც გიმნაზიაში ყველა გოგონა გადაწეული თმითა და ნაწნავებით დადიოდა, ელიჩკა ერთ დღეს მოკლედ შეკრეჭილი თმით გამოცხადდა და მთელი გიმნაზია შეძრა. ლამაზ და მოუსვენარ გოგონას უყვარდა კიბეების მოაჯირზე ჩასრიალება, არ იკლავდა თავს რევერანსებით, როცა სხვებისთვის ეს აუცილებელი იყო პედაგოგებთან შეხვედრისას. სახალხო მხატვრის დაბადების თარიღად ოფიციალურ წყაროებში 1901 წლის 18 აპრილია მითითებული, ნათლობის დოკუმენტში კი 1898 წელია დაფიქსირებული. მომავალი მხატვარი გაზაფხულისათვის უჩვეულოდ თოვლიან დღეს დაიბადა. მისი ახლობლები აპრილის ამ კაპრიზს ახვლედიანის ხასიათის არაორდინალურობას ადარებდნენ
#ელენეახვლედიანი#
#ქართულიმხატვრობა#ნახატები#ხელოვნება#ხელოვანი
Tbilisi
0