სკანდალი საფრანგეთში! – კოვიდ-19-ის სავარაუდო პირველი შემთხვევა დეკემბერში დაფიქსირდა

0
საფრანგეთის ერთ-ერთი საავადმყოფოში, სადაც პნევმონიას ჯერ კიდევ დეკემბერში მკურნალობდა რამდენიმე პაციენტი, ხელახალი ტესტირება ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ 27 დეკემბერს, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. პარიზის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების დირექტორმა, ივ კოენმა განაცხადა, რომ მეცნიერებმა განმეორებით გამოიკვლიეს 24 პაციენტის ანალიზი, რომლებიც მკურნალობას დეკემბერ-იანვარში გადიოდნენ და მათ გრიპზე უარყოფითი პასუხი ჰქონდათ. „24 ადამიანიდან, გვყავდა ერთი პაციენტი, რომელიც კოვიდ-დადებითი იყო“, – აღნიშნა ექიმმა. მისი თქმით, ეს პაციენტი 15 დღის განმავლობაში იყო ცუდად და თავისი ორი შვილიც დააინფიცირა, მაგრამ მისი ცოლი, რომელიც სუპერმარკეტში მუშაობს, არ დაავადებულა. https://primetime.ge/skandali-safrangetshi-kovid-19-is-savaraudo-pirveli-shemtkhveva-dekembershi-dafiqsirda/ დაახლოებით იმავე პერიოდში გავრცელდა პირველი ცნობები მწვავე რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებზე იტალიაშიც. ფილადელფიის უნივერსიტეტის პროფესორი ენრიკო ბუჩის თქმით, SARS-CoV-2 იტალიაში დეკემბრის შუა რიცხვებში შეიტანეს. პროფესორმა ყურადღება მიაქცია სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, ქალაქ პიაჩნცაში, კოდონოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, პნევმონიის დიაგნოზით, ერთდროულად მკურნალობას გადიოდა 40-მდე პაციენტი – ადგილობრივი პრესა იმ პერიოდში ამაზე წერდა. თებერვლის ბოლოს, პნევმონიისგან განკურნებულ პაციენტებს ახალი კორონავირუსის ანტისხეულები უპოვეს, რამაც ბუჩის ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა – ამ ადამიანებმა გადაიტანეს კოვიდ-19 მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას სახელი დაარქვა.
0