თავისუფლების ფასეულობა სამყაროში

0
☯️ მგელს, როცა ხაფანგში იჭერენ, ფეხს იღრღნის და თავისუფლდება, და როგორ იჭერენ მაიმუნს - გოგრაში ჩაუყრიან ბრინჯს, სადაც წვრილი თათი ჩაეტევა, ბრინჯს აიღებს, მუჭას შეკრავს და ვეღარ გამოდის, თათს არ ხსნის, ბრინჯი რომ დაყაროს და გაიქცეს.
მაიმუნის მოტივაცია რა არის? - სიხარბე, რომ ის რაღაც არ დათმოს, ამიტომ ისე ძლიერია ეს მოტივაცია, რომ თავისუფლებას სწირავს; ხოლო მგლისათვის ისე ძლიერია მოტივაცია თავისუფლების, რომ ფეხს იღრღნის და ხეიბარი რჩება. მერე შეიძლება მშიერიც კი მოკვდეს და ვეღარც ინადიროს, მაგრამ თავისუფლებაა მისთვის მთავარი. თავისუფლება სამყაროში უმაღლესი ფასეულობაა
0