WINDOWS 10 ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა გახდა

1
Microsoft-მა 2018 წელი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კორპორაციის სტატუსით დაასრულა, თუმცა გასულ წელს ეს კომპანიის ერთადერთი მიღწევა არ იყო. Windows 10 მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა გახდა. 2018 წლის დეკემბერში Windows 10- მა მოახერხა მომხმარებელთა რაოდენობით უკან ჩამოეტოვებინა Windows 7, რომელიც 10 წლის წინ გამოვიდა. ამჟამად „ათს“ მომხმარებელთა 39, 22% იყენებს, ხოლო „შვიდს“ კი 36, 9%. ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე 700 მილიონი მოწყობილობა მუშაობს, მათ შორის პერსონალური კომპიუტერები, პლანშეტები, სმარტფონები და Xbox One-ები. 2020 წლის 14 იანვარს Microsoft-მა Windows 7-ს მხარდაჭერა შეუწყვიტა, რადგან კორპორაციას კომპანიების და მომხმარებლების Windows 10-ზე გადასვლა აწყობს. ინტერნეტ ბრაუზერებს შორის Google Chrome ლიდერობს- 65, 18%-ით, Microsoft-ის ბრაუზერების წილი კი კვლავ მცირდება და Internet Explorer-თვის 8, 31%-ს, Edge-თვის კი 4, 09%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რამდენამდე გაიზარდა ინტერესი Firefox-ის მიმართ. ამ ინტერნეტ ბრაუზერს მომხმარებელთა 9, 58 % იყენებს. წყარო: popx.ge
#news
1