Wizzair ფრენების განახლებას იწყებს

0
ავიაკომპანია Wizzair მოგზაურობის დროს ნიღბების გამოყენებას სავალდებულოს ხდის და განახლებული მგზავრობის პროტოკოლოს შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნების ნაწილმა საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქება დაიწყო, შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენებს აახლებს კონკრეტულ ქვეყანაში არსებული მოქმედი რეგულაციის მიხედვით. „Wizzair უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს სთავაზობს თავის მომხმარებელს. მგზავრობის დროს დაცული იქნება არამხოლოდ სოციალური დისტაცირების ნორმები, ასევე ჰიგიენის ნორმები. მოხდება ჩვენი თვითმფრინავების ყოველდღიური დეზინფიცირება. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი თვითმფრინავის სალონებში ჰაერი ისეთივე სუფთაა, როგორც საავადმყოფოს საოპერაციო ოთახებში, რადგან ის ბევრჯერ იცვლება საჰაერო ფილტრებით (HEPA ფილტრებით), რომლებიც 99, 97% -ით ათავისუფლებენ ჰაერს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან“, -აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. როგორც Wizzair აცხდებს, კომპანია ზრდის უკონტაქტო გადახდების ლიმიტს 25 ევრომდე, რაც მომხმარებელს მისცემს ბორტზე საკვების შეძენის საშუალებას სურვილის შემთხვევაში. Wizzair აღნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელი მოგზაურობას ზაფხულის პერიოდში გეგმავს და ჯერ დარწმუნებული არ არის მოხერხდება თუ არა მოგზაურობა აღნიშნული შეზღუდვების გამო, ურჩევს შეიძინოს WIZZ Flex პროდუქტი. „WIZZ Flex მოგცემთ საშუალებას შეცვალოთ ფრენის თარიღი ინტერნეტით ყველანაირი საფასურის გარეშე ან დაიბრუნოთ თანხა უკან, თუკი გამგზავრებას გადაიფიქრებთ. ავიაკომპანია ფრენებზე ისევ ყველაზე დაბალ ფასებს გპირდებათ“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
0