რა ვითარებაა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით შიდა ქართლში

0
როგორც ცნობილია, რამოდენიმე დღის წინ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, აგრარული ბაზარი გაიხსნა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიც სტუმრობდა და პროდუქტებიც შეიძინა. თუმცა ამ დრომდე დაკეტილია, გორელებისთვის უფრო მეტად პოპულარული "გეორგია XXI", რომლის გახსნასათან დაკავშირებით ვრცელდებოდა განცხადება, რომ სანამ არ შესრულდებოდა რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მანამდე ბაზარი დაკეტილი იქნებოდა. თუმცა უკვე დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაზარში მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები გახსნისთვის. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სურსათის ეროვნული სააგენტო: " გორის მეორე ბაზარში (იგულისხმება "გეორგია XXI" ავტ. )  მიმდინარეობს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეცხვა-დეზინფექცია და სხვა ღონისძიებები, რომელთა შესრულების შემდეგ სავაჭრო ობიექტი რამდენიმე დღეში გაიხსნება.", ვკითხულობთ სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. უკვე ხვალიდან გაიხსნება ხაშურის აგრარული ბაზარი, რომლიც დღეს მოინახულა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა - "შიდა ქართლში ხვალ კიდევ ერთი აგრარული ბაზარი გაიხსნება შიდა ქართლის რეგიონში მორიგი აგრარული ბაზარი ხაშურში გაიხსნება. სავაჭრო დაწესებულება  შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ადგილზე გაეცვნენ ბაზრის მდგომარეობას, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სრულადაა დაცული სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები. შესაბამისად, მოვაჭრეები რეგულაციების სრული დაცვით შეძლებენ საქმიანობის განახლებას.  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია განხორციელდება ინტენსიურად. მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით განახორციელებენ. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება.", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
#აგრარულიბაზარი
#შიდაქართლი
#რეგულაციები
#გორი
#ხაშური
#goridaily
0