როგორ გადადის ვირუსი თვალიდან ორგანიზმში – ოფთალმოლოგის განმარტება

0
რა გზით და როგორ გადადის კორონავირუსის ინფექცია თვალიდან ადამიანის ორგანიზმში, ამის შესახებ ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ „იმედის დილაში“ ისაუბრა. „ზოგადად სხვა ვირუსების შემთხვევაში ცნობილია და დამტკიცებულია, რომ შესაძლებელია თვალის როგორც უკანა, ასევე წინა სეგმენტის დაზიანება. რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, ჩინელმა მეცნიერებმა ქალაქ უხანში აღწერეს კლინიკური შემთხვევა, როდესაც პაციენტს მწვავე კონიუქტივიტი განუვითარდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუდასტურდა მას მწვავე ვირუსული ინფექცია. პირველად ინფიცირება მოხდა ლორწოვანი გარსის და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი დიაგნოზის დადგენა. კიდევ ერთი ასეთი კლინიკური შემთხვევაა აღწერილი ისევ ჩინელი მეცნიერების მიერ. როდესაც პაციენტს ჯერ კონიუქტივიტის ნიშნები გამოუვლინდა და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ჩამოყალიბდა კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რესპირატორული სურათი. მიუხედავად იმისა, რომ კონიუქტივიტი კოვიდ 19-ის იშვიათი გამოვლინებაა, მსგავსი პაციენტების შესაძლოა თვალის კლინიკაში მოხვდნენ და ოფთალმოლოგი იქნება ის პირველი სპეციალისტი, რომელიც ამ დაავადებას თვალის სპეციფიკური სიმპტომატიკით გამოავლენს”, – განაცხადა გიორგი ჩიჩუამ. მისივე თქმით, ამდენად, ხელების ჰიგიენა და ამით თვალების ისევე, როგორც პირის ღრუსა და ცხვირის დაცვა, მნიშვნელოვანია. ამიტომ, ექიმები კონტაქტურ ლინზებს რეკომენდაციას არ უწევენ და გვირჩევენ, მათ ნაცვლად სათვალე გამოვიყენოთ. https://primetime.ge/rogor-gadadis-virusi-tvalidan-organizmshi-oftalmologis-ganmarteba/
0