”სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ბზიფის ქვესადგური გაითიშება, გაგრა და ბიჭვინთა ელექტროენერგიის გარეშე დარჩებიან” - ნათქვამია ელექტომომმარაგებელი უწყების განცხადებაში.
"ჩერნომორენერგოს" თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 5-9% -ით იზრდება. არსებული სიმძლავრე კი, არ არის საკმარისი მიმდინარე მოხმარებისთვის. "2021 წლის დასაწყისში, აფხაზეთში, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის დაგეგმილი შეკეთების დროს, კვლავ საჭირო იქნება ენერგიის დინება რუსეთიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის ქსელების გაუარესდება და კრიტიკულ მდგომარეობას მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე პრემიერ და ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა სამუშაო შეხვედრა გამართა მოსკოვში რესპუბლიკის ენერგომომარაგების თაობაზე.
შედეგად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი არ დარჩება ელექტროენერგიის გარეშე ენგურჰესზე სარემონტო პერიოდის განმავლობაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა