5 votes
0 comments
0 shares
Save
5 views
Rusudan Gogoladze
Tbilisi · 1 year ago

პირველი პოსტი :D


Rusudan Gogoladze
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 3 weeks ago
ბერია - ჟანდარმერიის მარშალი
ბერიამ თავის ბოლშევიკურ კარიერაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მას უწოდეს “საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტი”. ის სტალინის მნიშვნელოვანი ინფორმატორი და “მარჯვენა ხელი“ გახლდათ, ამას ისიც მოწმობს რომ ის სტალინთან წინასწარი მოხსენების გარეშეც შედიოდა. ახლა კი მოკლედ მიმოვიხილავთ მის მოღვაწეობას. მოღვაწეობა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში: ამნისტიები და საგარეო დაზვერვის რეფორმა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისრის პოსტზე მუშაობა ბერიამ ამნისტიის გამოცხადებით დაიწყო. გათავისუფლდა დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომლებიც ეჟოვის პერიოდში შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს, როგორც “ხალხის მტრები”. როგორც ჩანს, ეს იყო სტალინისა და ბერიას ერთობლივი ინიციატივა, რადგან სტალინს ესმოდა, რომ ეჟოვმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და ქვეყანაში სამართლიანობას უნდა ეზეიმა. ამის შემდეგ ბერიამ კანონიერების დამცველის რეპუტაცია მოიპოვა. ლავრენტი ბერიამ მოახერხა სსრკ–ის საგარეო დაზვერვის რეორგანიზაცია. სწორედ მისი ძალისხმევით ომის დაწყებამდე შეიქმნა აგენტურული ქსელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა. უცხოეთში მომუშავე აგენტების წყალობით, საბჭოთა კავშირი იღებდა ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, აშშ–ის ატომური ბომბის შესახებ. 1945 წელს ბერიას საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიანიჭეს. ასე აღნიშნეს მისი დამსახურება დიდი სამამულო ომის წლებში. 1940 წლის 30 ივნისიდან ბერია თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი იყო, კურატორობდა საბრძოლო ტექნიკის წარმოებას, აკონტროლებდა ქვანახშირის მრეწველობისა და რკინიგზის სახალხო კომისარიატების მუშაობას. ბერიას ხელმძღვანელობით უმოკლეს ვადაში შეიქმნა საკომუნიკაციო სისტემები, რომლებმაც საშუალება მისცა სახელმწიფოს, ზურგში გადაეტანათ მნიშვნელოვანი საწარმოები და გადაეყვანათ მუშა-მოსამსახურეები. ბერიას ხელმძღვანელობით დაიგო 3570 კმ სარკინიგზო ხაზი, გაიყვანეს 4200 კმ საავტომობილო გზა, აშენდა 842 აეროდრომი. ზურგში ევაკუაციის შემდეგ ქარხნებმა ძალიან მალე დაიწყეს ტანკების, თვითმფრინავების, საბრძოლო მასალების წარმოება. 1942-44 წლებში საბჭოთა კავშირი ყოველთვიურად აწარმოებდა საშუალოდ 2 ათას ტანკს და თვითმავალ საარტილერიო მოწყობილობას. ყოველწლიურად ამზადებდნენ 450 ათას ტყვიამფრქვევს, მაშინ, როცა გერმანიაში მხოლოდ 250 ათასს ტყვიამფრქვევს ამზადებდნენ. ამას გარდა, ომის წლებში საბჭოთა კავშირმა ბევრ სფეროში გადაუსწრო გერმანიას. 1942 წელს, როცა გერმანელი ფაშისტები ვოლგამდე მივიდნენ და გადაჭრეს სარკინიგზო მაგისტრალი მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ბერიამ რელსები და შპალები მოხსნა ბაიკალ-ამურის მაგისტრალიდან და მცირე ხანში ვოლგის მარცხენა ნაპირის გასწვრივ გაიყვანა სარკინიგზო ხაზი _ ყიზლარი-ასტრახანი-სარატოვი. სწორედ ამის წყალობით, სტალინგრადთან კონტრშეტევის დაწყების წინ იქ გადაიტანეს ათასობით ვაგონი აუცილებლად საჭირო ტვირთისა. ომის დასაწყისისთვის გერმანიას, რომლითვისაც მუშაობდა ქედმოხრილი ევროპა, ჰქონდა 43 ათასი ქვემეხი, სსრკ-ს _ 36 ათასი. ერთი წლის შემდეგ სსრკ დაეწია გერმანიას. 1944 წლის იანვარში ჰიტლერს 55 ათასი ქვემეხი ჰქონდა, სსრკ-ს _ 89 ათასი. ამ იარაღის მწარმოებელ სახალხო კომისარიატებს ბერია კურატორობდა. 1943 წლის 30 სექტემბერს იარაღის წარმოებაში შეტანილი საგანგებო წვლილისთვის ბერიას საბჭოთა კავშირის შრომის გმირის წოდება მიანიჭეს, 1944 წლის მაისში კი დანიშნეს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და ოპერატიული ბიუროს თავმჯდომარედ, რომელიც განიხილავდა ყველა მთავარ მიმდინარე საკითხს. ამრიგად, 1944 წლის გაზაფხულიდან ბერია ოფიციალურად გახდა მეორე კაცი საბჭოთა კავშირში. ატომური პროექტი სსრკ-ში პირველი ექსპერიმენტები ურანზე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩატარდა. ომის პერიოდში დაზვერვამ ქვეყნის ხელმძღვანელობას აცნობა აშშ-ისა და ინგლისის ატომური პროექტების შესახებ. ბერიამ ეს ცნობები თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სპეციალური კომისიის სამეცნიერო ხელმძღვანელ იგორ კურჩატოვს გააცნო. შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია. 1944 წლის 3 დეკემბერს სტალინმა ხელი მოაწერა განკარგულებას: “დაევალოს ამხ. ლ. ბერიას ურანზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთვალყურეობა”. აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ სსრკ-ში ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობა დაჩქარდა. იგორ კურჩატოვმა მოგვიანებით აღიარა: “ბერია რომ არა, ატომური ბომბი არ იქნებოდა!” ბერიას ბრძანებით, ქვეყნის ყველა მეცნიერი ფიზიკოსი დათვალეს, მათმა რაოდენობამ 4212 შეადგინა. ატომური სფეროს სპეციალისტების დეფიციტის გამო სასწრაფოდ დაიწყო კადრების მომზადება. 1945 წელს სსრკ-ის დაზვერვამ მოიპოვა ანგარიში აშშ-ში ატომური ბომბის შექმნის შესახებ. სსრკ-ში ატომური ბომბი შექმნეს და გამოსცადეს 1949 წელს. ორიოდე წლის შემდეგ შეიქმნა წყალბადის ბომბიც. “ექიმების საქმის”, “მეგრელთა საქმისა” და ანტისემიტური პროცესების შეწყვეტა სტალინის სიკვდილის შემდეგ სსრკ-ის ხელმძღვანელის პოსტს ბერიას უწინასწარმეტყველებდნენ. მთავრობის ოფიციალური ხელმძღვანელის პოსტი კი გიორგი მალენკოვს ერგო, ბერია მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გახლდათ. მან, ალბათ, გაიხსენა 1930-იან წლებში გამოცხადებული ამნისტიის ეფექტი და დახურა საქმეები, რომლებზეც იმ მომენტში უკვე ბევრი ადამიანი იყო დაპატიმრებული. ბერიას ინიციატივით, 1953 წლის 27 მარტს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა დაამტკიცა ბრძანებულება ამნისტიის შესახებ. სწორედ ამ ბრძანებულების შედეგად საპყრობილიდან გათავისუფლდა მილიონამდე ადამიანი. აღდგა ბევრი ექიმის შელახული რეპუტაცია, გაუქმდა დაუსახლებელ რაიონებში ებრაელთა დეპორტაციის გეგმა. საპასპორტო შეზღუდვების გაუქმება სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1953 წლის 13 მაისის დადგენილების პროექტში, რომელიც ბერიამ მალენკოვს შესთავაზა, აღნიშნული იყო საცხოვრებელი ადგილის საპასპორტო შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობა. ამ შეზღუდვის გამო ადამიანებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი, უფლება არ ჰქონდათ, დაბრუნებულიყვნენ შინ, ეცხოვრათ ოჯახის წევრებთან, დაეწყოთ მუშაობა მნიშვნელოვან პოსტზე. ბერიას მიერ შექმნილი პროექტი განხორციელდა და ე.წ. საპასპორტო შეზღუდვები გაუქმდა სსრკ-ის 300 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში. ნაციონალური კადრების დაწინაურება რესპუბლიკების ხელმძღვანელობაში ბევრ საბჭოთა რესპუბლიკაში ხელმძღვანელ პოსტებს იკავებდნენ “მოსულები” _ ცენტრიდან ჩამოსული ადამიანები. ეს ადგილობრივ მოსახლეობას არ მოსწონდა. ბერიას ინიციატივით, დაიწყო თითოეული რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში ადგილობრივების დაწინაურების კამპანია. ეს პრაქტიკა შენარჩუნებული იყო მრავალი წლის განმავლობაში: რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი, მეორე მდივანი _ სსრკ-ის ცენტრალური კომიტეტის მიერ წარგზავნილი. გდრ–ში რეჟიმის შემსუბუქება გერმანიის გაყოფის შემდეგ მისი აღმოსავლეთი ნაწილიდან, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ბევრი წავიდა დასავლეთში. მასობრივი ემიგრაციის შეჩერების მიზნით ბერიამ ხელისუფლებას შესთავაზა, გაეუქმებინათ რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის, მცირე და საშუალო კერძო კაპიტალის შეზღუდვის შესახებ. ბერიას წინადადება მოიწონა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა (წინააღმდეგი იყო მხოლოდ მალენკოვი) და ამის შემდეგ გდრ-დან ემიგრაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. კავკასიის დაცვა 1942 წლის აგვისტოში დაპყრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ბაქო და ნავთობსაბადოები. მტერი კავკასიის მთებისკენ მოიწევდა. გერმანელმა ფაშისტებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს და სერიოზულ წინააღმდეგობას აღარ აწყდებოდნენ. როდესაც მდგომარეობა კრიტიკული შეიქნა, სტალინმა კავკასიის დასაცავად მარშლები კი არ გაგზავნა, არამედ ბერია, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ყოფილა პროფესიონალი სამხედრო. გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ბერიამ განკარგულება გასცა, სხვადასხვა ფრონტიდან შეეკრიბათ ქართველი ოფიცრები, მათი ნაწილი ბერიასთან ერთად ჩაჯდა თვითმფრინავში. დღე-ღამეში შეგროვდა 150 ალპინისტი, რომლებმაც შემდეგ ადგილზე გაანადგურეს გერმანელთა მოტორიზებული ქვეითი ჯარი. მისი ბრძანებით, კავკასიაში გადაისროლეს შინაგან საქმეთა კომისარიატის რამდენიმე სასაზღვრო ნაწილი. ბერიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ფრონტის სარდალი, მარშალი ბუდიონი, სამხედრო საბჭოს წევრი კაგანოვიჩი და რამდენიმე გენერალი, რომელთა ბრალიც იყო კავკასიაში თავდაცვის ჩაფლავება. ბერიამ გამოიძახა ყველა რანგის მეთაური და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია ვითარების შესახებ. ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, შეექმნა ორი არმია, რადგან ერთობლივი ფრონტით ყველა ამოცანას ვერ უმკლავდებოდნენ. მისი ბრძანებით, გადაიკეტა უღელტეხილები, რათა ხელი შეეშალათ მტრის გადაადგილებისთვის. დახმარების მისვლამდე საჭირო იყო დროის მოგება. შეკრიბეს სნაიპერთა მობილური ჯგუფები, მისცეს ახალდამზადებული უხმაურო შაშხანები ინფრაწითელი სამიზნეებით და ეს ჯგუფები მხოლოდ 1 დღე-ღამის განმავლობაში 500-ჯერ ჩაუსაფრდნენ მტერს. სნაიპერებმა გაანადგურეს გერმანელი მზვერავები და ფაშისტების სვლა დამუხრუჭდა. ამ დღეების განმავლობაში საბჭოთა კავშირის სარდლობამ შეძლო კავკასიაში ტანკებისა და რამდენიმე სამხედრო შენაერთის გადასროლა. გერმანელების საბოლოოდ შეჩერებამდე და ვითარების შეცვლამდე ბერია კავკასიაში იმყოფებოდა. სტატია ადაპტირებულია ნიკოლოზ აბაშიძისა და ინტერმედიაზე დაყრდნობით.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 2 weeks ago
თენგიზ კიტოვანი და 90-იანების საქართველო
თენგიზ კიტოვანი 1938 წლის 9 ივნისს დაიბადა. პროფესიით ხელოვანი, იყო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატიც, დეპუტატიც. სახელისუფლებო მანდატით "ვერ დაკმაყოფილებული" სათავეში ჩაუდგა არაერთ ამბოხსა და გადატრიალებას, სწორედ მან და მისმა დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ "მხედრიონი" მიიღეს მონაწილეობა საქართველოს პირველი ლეგიტიმური პრეზიდენტის დამხობაში. კიტოვანი ნაციონალურ პოლიტიკაში 1990 წელს შევიდა, ამავე წელს, იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ზვიად გამსახურდიასთან, რის შედეგადაც იგი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი გახდა. თავდაპირველად გამსახურდიამ შექმნა ნაციონალური გვარდია და მის ხელმძღვანელად თენგიზ კიტოვანი დანიშნა, თუმცა სულ მალე, იგი თანამდებობიდან "გადააყენეს", რის შემდეგაც ამ ორ პიროვნებას შორის გაჩნდა დაუსრულებელი კონფლიქტი. ამ დროს კიტოვანმა არ დააყოვნა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის გავლენით გამსახურდია ცდილობდა შეესუსტებინა ნაციონალური გვარდია, თუმცა ამის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ ჰქონია, სწორედ ამიტომ საზოგადოებაში მან ვერ მოახდინა ის ეფექტი, რომელსაც ელოდა. ამ დროს კიტოვანმა, თავის დაჯგუფებასთან ერთად დატოვა თბილისი და გადავიდა რკონში. გამსახურდიას ამ პერიოდში, კიტოვანის, იოსელიანისა და სიგუას სახით დაუძინებელი მტრები გაუჩნდა, სწორედ ამ სამმა დაგეგმა პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების თეორია, რის შედეგადაც თბილისში დაიწყო ომი, გადატრიალება, ქაოსი, დაემხო ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნიდან წასვლა მოუწია. ამ დროს ჩნდება შევარდნაძე, თუმცა ვერც მას შეეგუა "სამთა კავშირი". აღსანიშნავია, რომ შევარდნაძემ ამ სამიდან ორი დააკავა, თუმცა სიგუა თავისუფლად დაიარებოდა, თანაც უმაღლესი პოლიტიკური პოსტი ეკავა. ამბობენ, რომ შევარდნაძე-სიგუას შორის კონსპირაციული თეორია არსებობდა, თუმცა ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ. თავდაპირველად, ერთი მოსაზრების მიხედვით, შევარდნაძე გეგმავდა, რომ კიტოვანი თავდაცვის მინისტრი გაეხადა, თუმცა აფხაზეთის ომის პერიოდში, მის მიმართ გაჩნდა უნდობლობა. ამბობდნენ, რომ კიტოვანს მეორედ უნდოდა ქვეყანაში გადატრიალება მოეხდინა, სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა მას გვერდი აუარა. 1995 წლის 13 იანვარს, კიტოვანმა, თავისი ძველი "თანამებრძოლების" მეშვეობით მოაგროვა 700 კაციანი ჯარი და გაემართა შტურმით აფხაზეთისაკენ. მათი ლოკალიზება და განიარაღება პოლიციამ დროულად შეძლო, რის შემდეგაც, შევარდნაძეს ხელში ჩაუვარდა ფანტასტიური შანსი თავიდან მოეშორებინა და დაეჭირა კიტოვანი. მას სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა, თუმცა პრეზიდენტმა იგი მალევე, გაუარესებული ჯანმრთელობის გამო შეიწყალა. ამის შემდეგ, 2000 წლის დასაწყისიდან კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც იგი საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს ავრცელებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის შესახებ, იგი მას ჰომოსექსუალობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტი გიორგი სანაია სწორედ მის მიერ იყო მოკლული. ამავე წელს, მან შევარდნაძე კახი ასათიანის მკვლელობაში დაადანაშაულა. კიტოვანი საქართველოში 2012 წელს, საკმაოდ პათეტიკური განცხადებებით დაბრუნდა. სოციალურ ქსელში მას როგორც არამზადას ისე მოიხსენიებენ, ვრცელდება ვიდეოები, სადაც რუსეთის მოქალაქეების მას ლანძღავენ და აფხაზეთის ომში ადანაშაულებენ. ისტორია და საზოგადოება მას დადებითად არ ახასიათებს ყველა იმ ჩადენილი დანაშაულის გამო, რაც მას საქართველოს და მის თითოეული მოქალაქის წინაშე მიუძღვის.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 3 weeks ago
პერმანენტული რევოლუცია - ლევ ტროცკი
20-სს-ის პოლიტიკურ ფიგურებში ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა ლევ ტროცკი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციაში. პოლიტიკოსი იყო ბრწყინვალე ორატორი, თეორიტიკოსი და ბუნებით რევოლუციონერი. სწორედ მან შექმნა წითელი არმია, შემოიღო წითელი ტერორი და არმიაში უმკაცრესი მეთოდების გამოყენებით მოახერხა თვითგვარდიელთა დამარცხება. ლენინის შემდეგ ბოლშევიკურ პარტიაში არ არსებობდა მასზე გავლენიანი ფიგურა. სახელმწიფო დაწესებულებებში ლენინთან ერთად, კედელზე მისი პორტრეტის გამოფენაც აუცილებელობას წარმოადგენდა. ეს იყო პოლიტიკოსი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა სტალინს და ბოლოს სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა. 1902 წლის ოქტომბერში ლონდონში ლენინთან მისი პირველი შეხვედრა შედგა. მაშინ ლენინი 32 წლის იყო (9 წლით უფროსი ტროცკიზე), მაგრამ იგი უკვე ითვლებოდა რუსული სოციალ-დემოკრატიის უპირობო ლიდერად. ლენინმა საკმაოდ სწრაფად შეაფასა ტროცკის ნიჭი, მისი პოლიტიკური განათლება და ამბიცია. იგი სოციალ-დემოკრატთა რიგებში მიიღეს და ტროცკი მაშინვე ჩაერთო პარტიის საქმიანობაში. ტროცკი დროს უქმად არ კარგავდა და მუდმივად ცდილობდა თავისი ცოდნის გაღრმავებას. 1902 წლის ნოემბრიდან 1905 წლის მარტამდე ტროცკი აქტიურად თანამშრომლობს გაზეთ “ისკრასთან”. ამ პერიოდში იგი 31 სტატიას აქვეყნებს. გარდა ამისა პოლიტიკურ თემებზე ლექციებს კითხულობს რუსი ემიგრანტებისათვის ლონდონში, პარიზში, ბრიუსელში. ტროცკი იმდენად მონდომებული და აქტიური იყო, რომ ლენინის რეკომენდაციით იგი “ისკრის” რედკოლეგიაშიც კი მიიღეს. 1904 წელს ტროცკი თავისუფალი სოციალ-დემოკრატი გახდა და საკუთარი მიმდინარეობის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. ეს მიმდინარეობა ბოლშევიკებზე და მენშევიკებზე მაღლა უნდა მდგარიყო. ტროცკიმ თავისი თეორიის დამუშავება დაიწყო, რომელსაც “პერმანენტული რევოლუციის” სახელი მისცა. მისი არსი შემდეგში მდგომარეობდა: სოციალისტური რევოლუცია იწყებოდა ნაციონალურ არენაზე (რუსეთი), შემდეგ ამ რევოლუციას ეძლეოდა ინტერნაციონალური ხასიათი (ევროპა) და ბოლოს იგი სრულდებოდა მსოფლიო მასშტაბით. ამ თეორიის ხორცშესხმისთვის ტროცკი მთელი ცხოვრება იბრძოდა. ეს იყო მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ძირითადი იდეა და არსი. ბრონშტეინის რწმენით, სოციალიზმის აშენება ერთ განცალკევებულ ქვეყანაში, უბრალოდ შეუძლებელი იყო და კაპიტალისტური სამყაროს დამარცხება მხოლოდ მსოფლიოში გლობალური რევოლუციით იყო შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ რიგ საკითხებში ლენინი და ტროცკი ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებდათ. მათი ლოზუნგი იყო: “მთელი ძალაუფლება საბჭოებს” და ამასთანავე ორივე უნდობლობას უცხადებდა რუსეთის დროებით მთავრობას. ტროცკის საჯარო გამოსვლებმა, მისმა სტატიებმა და რადიკალურმა ტონმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუშათა და ჯარისკაცთა მასებში არსებული ისედაც დიდი რევოლუციური მუხტის კიდევ უფრო გაზრდაში. მისი ავტორიტეტი როგორც პარტიაში, ასევე მშრომელებში განუხრელად იზრდებოდა. ბოლშევიკთა მთავრობაში ტროცკის თავდაპირველად საგარეო საქმეთა კომისრის პოსტი ეკავა და საბჭოთა დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასთან დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მაგრამ მისი მისია წარუმატებელი გამოდგა. ტროცკი მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცდილობდა და სჯეროდა, რომ გერმანიაში მუშათა გამოსვლები და სოციალისტური რევოლუცია მოხდებოდა და ამით თავიდან აიცილებდა გერმანიასთან მძიმე საზავო ხელშეკრულების დადებას. თუმცა გერმანიის მუშათა კლასმა მისი იმედები არ გაამართლა. მართალია, ბოლშევიკურმა რუსეთმა ომიდან გამოსვლა და არმიის დაშლის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ გერმანია ამით არ დაკმაყოფილდა. ვერმახტმა სწრაფი შეტევა განახორციელა და რუსეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა. გერმანელები არც კი ომობდნენ, რადგან რუსული არმიის ნაცვლად მათ წინ ცარიელი სანგრები ხვდებოდათ. ბოლშევიკები იძულებულნი გახდნენ მძიმე საზავო პირობები მიეღოთ. მოსკოვი კარგავდა კავკასიას, პოლონეთს, ფინეთს, უკრაინას, ბალტიისპირეთს. გარდა ამისა, კომუნისტების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა დაიწყეს ძველი რეჟიმის მხარდამჭერებმა. რუსეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. მთლიანად პარალიზებული აღმოჩნდა ქვეყნის ეკონომიკა. ბოლშევიკები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ. ვითარების გამოსწორება ტროცკიმ ითავა, რომელიც სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომისრად დაინიშნა. სწორედ ამ თანამდებობაზე გამოჩნდა ტროცკის ორგანიზატორული ნიჭი და მტკიცე ხასიათი. სამოქალაქო ომის დასაწყისში ტროცკის დაქვემდებარებაში 150 ათასიანი მოხალისეთა არმია იყო, რომელიც არ გამოირჩეოდა დისციპლინით და არ ჰქონდა შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. წითელ არმიაში განსაკუთრებით ოფიცერთა დეფიციტი იგრძნობოდა, რომელთაც ბოლშევიკები იდეურ მტრებად განიხილავდნენ. საჭირო იყო არმიის სრული რეორგანიზაცია, რათა ბოლშევიკებს ხელისუფლება შეენარჩუნებინათ. ტროცკიმ პირველმა გამოიყენა მძევლების აყვანის მეთოდი. ეს მისი მიგნება იყო, რადგან კომუნისტთა ჯარში ოფიცრების დეფიციტი იყო, ბოლშევიკები მეფის არმიის ყოფილ ოფიცრებს აიძულებდნენ წითელ არმიაში მსახურს. ოფიცერს კეთილსინდისიერად რომ ემსახურა, ტროცკის ბრძანებით მთელ მის ოჯახს მძევლად იყვანდნენ და საჭიროების შემთხვევაში სიკვდილითაც სჯიდნენ. მანვე გამოიყენა პირველად საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა სამოქალაქო პირებისთვის, სადაც ბოლშევიკური რეჟიმით უკმაყოფილო პირებს ათავსებდნენ. შიშის და ტერორის დასათესად ტროცკიმ სპეციალურად შექმნა ნაციონალური, არარუსებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები. უნგრული, ლატვიური, კორეული და ჩინური ბატალიონები უმოწყალოდ ანადგურებდნენ მთელ დასახლებებს. ასეთი მეთოდების წყალობით, ბოლშევიკებმა ხელისუფლების შენარჩუნება შეძლეს და სამოქალაქო ომიც მოიგეს. სამოქალაქო ომის შემდეგ, ტროცკი პარტიაში კვლავ ინარჩუნებდა მეორე პოზიციას. 1924 წელს ლენინის სიკვდილის შემდეგ, პარტიაში არსებული ვითარება შეიცვალა და პირველობისთვის ბრძოლა გამძაფრდა. სტალინმა, რომელიც პარტიულ აპარატს მთლიანად აკონტროლებდა, ტროცკის ფრაქციის განეიტრალება შეძლო. 1925 წელს ტროცკი სამხედრო საქმეთა სახალხო კომისრის პოსტიდან გაათავისუფლეს, ერთი წლის შემდეგ კი იგი პარტიის პოლიტბიუროს შემადგენლობიდან გამოიყვანეს. ტროცკიმ გაბრძოლება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1928 წელს იგი ალმა-ათაში გაასახლეს, შემდეგ კი როგორც ანტისაბჭოთა ელემენტს, საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ჩამოართვეს და თურქეთში გაასახლეს. 1937 წელს საბჭოთა კავშირში ტროცკიზმთან გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო, რამაც საშინელი რეპრესიები გამოიწვია. სტალინმა დააპატიმრა ყველა ყოფილი ოპოზიციონერი და ყველა ის პირი ვინც წარსულში რაიმე ფორმით მაინც მხარს უჭერდა ტროცკის. დახვრიტეს ძველი ბოლშევიკები, მათ შორის ზინოვიევი და კამენევი. სიკვდილით დასაჯეს, გადაასახლეს, ან ციხეში ჩასვეს 2 მილიონამდე საბჭოთა მოქალაქე. რეპრესიები შეეხო ტროცკის ოჯახის წევრებსაც. მისი უახლოესი ნათესავების უმეტესობა დახვრიტეს, მცირე ნაწილი კი ციმბირის ბანაკებში მოხვდნენ. სტალინმა საბჭოეთში პარტიული ოპოზიცია და ტროცკის პოტენციული დასაყრდენი ძირფესვიანად გაანადგურა. შიდა ოპოზიციის მოცილების შემდეგ, სტალინმა თავად ტროცკის ფიზიკური ლიკვიდაციის ბრძანებაც გასცა. 1940 წლის 20 აგვისტოს, საბჭოთა სპეც-სამსახურების აგენტმა ესპანელმა რამონ დელ რიო მერკადერმა, ტროცკის სახლში შეაღწია და მას თავში ალპინისტების იარაღი – ყინულმჭრელი ჩაარტყა. ტროცკი მაშინვე არ მომკვდარა – იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი 1940 წლის 21 აგვისტოს გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გაზეთ “პრავდა”-ში შემდეგი შინაარსის ცნობა გამოქვეყნდა: “საფლავში ჩავიდა ადამიანი, რომლის სახელსაც ზიზღით და წყევლით მოიხსენიებს მსოფლიოს ყველა მშრომელი. მოკვდა ადამიანი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე აქტიურად ებრძოდა მუშათა კლასს და მის ავანგარდს – ბოლშევიკურ პარტიას.” ინფორმაციის წყარო : მიხეილ ბასილაძე
Feedc
Tbilisi · 1 week ago
Feedc-ის საგრანტო პროექტი
დღესდღეობით ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომ არ ვიცით რამდენად სანდოა ის წყაროები, საიდანაც ინფორმაციას ვიღებთ. Feedc-ის მიზანია, რომ საჭირო რესურსითა და პირობებით უზრუნველყოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც სურვილი და მოტივაცია აქვს, რომ გამოხატოს აზრი და ხმა მიაწვდინოს ადგილობრივ საზოგადოებას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა საგრანტო პროექტი, რომელიც ყველას მისცემს თანაბარ შესაძლებლობას გადადგას ნაბიჯები, რათა ჩანაფიქრი აქციოს რეალობად. რეგისტრაციის წესები: იმისთვის, რომ გახდეთ მონაწილე, საჭიროა მოიწონოთ ჩვენი Facebook (@Feedc) გვერდი, გააზიაროთ ეს პოსტი, ჩამოტვირთოთ Feedc-ის აპლიკაცია და შექმნათ პროფილი ელ. ფოსტით. პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელია თითოეული ამ ნაბიჯის გავლა. პირველი ეტაპი პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად. პირველი ეტაპი იწყება 10 ივლისს და გრძელდება 16 ივლისის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში, შექმენით და გამოაქვეყნეთ სტატია შემდეგ თემებზე: ბიზნესი პოლიტიკა/საერთაშორისო ურთიერთოები ხელოვნება (კინემატოგრაფია/მუსიკა/თეატრი/ოპერა/ა.შ) ლიტერატურა მეცნიერება ტექნოლოგიები სპორტი/ფიტნესი მოგზაურობა ეკოლოგია კულინარია მოდა/სილამაზის ინდუსტრია შეგიძლიათ სტატიას ნებისმიერი სახე მისცეთ, მთავარია მისი შინაარსი წარმოდგენილ თემებს შეესაბამებოდეს. ნაშრომი უნდა იყოს არანაკლებ 200 და არაუმეტეს 1000 სიტყვისა და თანდართული უნდა ჰქონდეს ვიზუალური მასალა ფოტოს ან ვიდეოს სახით. სტატიის დასრულებისას, აუცილებლად მიუთითეთ ჰეშთეგი #FeedcGrant , მონიშნეთ Feedc-ის ოფიციალური გვერდი (@Feedc) და სტატია ატვირთეთ აპლიკაციაზე. მეორე ეტაპი მეორე ეტაპზე გადასვლას განაპირობებს პოსტზე უნიკალური მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამური რაოდენობა. 17 ივლისს გამოქვეყნდება 50 მონაწილის სია, რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე. 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა უნდა დაწერონ და ატვირთონ ახალი სტატია. 25 ივლისს გამოქვეყნდება სამი გამარჯვებულის ვინაობა, რაც განისაზღვრება იგივე პრინციპით - პოსტზე მოწონების, კომენტარებისა და გაზიარების ჯამური რაოდენობით. პრიზი მესამე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 1000 ლარიან გრანტს, მეორე ადგილზე მყოფი მონწილე მიიღებს 2000 ლარიან გრანტს, ხოლო პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 3000 ლარს. ამასთანავე, გამარჯვებულებს, სურვილის შემთხვევაში, საჩუქრად გადაეცემათ ჩვენი გრაფიკული დიზაინერის მიერ შექმნილი ვიზუალური მასალა (ლოგო და გარეკანის ფოტო) საკუთარი ბლოგის შესაქმნელად ან გასაუმჯობესებლად. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტით შევძლებთ მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ თქვენს განვითარებასა და მიზნების მიღწევაში. გისურვებთ წარმატებას! როგორ გამოაქვეყნოთ პოსტი იხილეთ აღნიშნულ ბმულზე: #FeedcGrantproject #Feedc #NewsonFeedc #Grant #Project
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
ჩემთან მუშაობა ძნელია, მაგრამ საინტერესო - ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური ცხოვრების გზა
ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ირაკლი ოქრუაშვილი - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის; ადამიანს, რომელმაც თავისი რვაწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე აღიარა მის მიერ დაშვებული შეცდომა. თუმცა, მანამ, სანამ ოქრუაშვილი სააკაშვილის ,,შეცდომად” გადაკვალიფიცირდებოდა, იყო ხანგძლივი პოლიტიკური გზა, რომელიც ამ ორმა პერსონამ ერთად განვლო. ოქრუაშვილს პრეზიდენტის ,,მარცხენა ხელსაც” კი უწოდებდნენ, ვინაიდან მარჯვენა ხელად ვანო მერაბიშვილი ინათლებოდა. ,,მიხეილ სააკაშვილს ახალი ,,რკინის კაცი” მუდმივად გადაჰყავს იქ, სადაც მოცემულ მომენტში ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ხორციელდება,” - წერდა 2004 წელს ჟურნალისტი ია ანთაძე. მართლაც, ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო და წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო. გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი ოქრუაშვილის წარსულიდან. ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის ნოემბერში მომხდარ ვარდების რევოლუციაში, რის შემდეგაც, 2 დეკემბერს, დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად. მალევე გენერალური პროკურორის პოსტი დაიკავა. შემდგომ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში სამთავრობო კარუსელი დატრიალდა: ჯერ შს მინისტრად დაინიშნა, მალევე კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. ამ პერიოდში ვრცელდებოდა ხმები ოქრუაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე თავის თანაგუნდელებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. 2005 წელს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საბაბით შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რაც ზოგიერთმა გამოცემამ ოქრუაშვილის გავლენის შესუსტებისაკენ მიმართულ კამპანიად ახსნა, თუმცა მთავრობის წევრებმა უარყვეს ეს მოსაზრება. მოგვიანებით, გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში, ირაკლი ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ ინტრიგებზე საუბრობდა. ამის შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი დაატოვებინა და და ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნა. სააკაშვილის სიტყვებით, ეს გადაადგილება „განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაზე შეტევაა“. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ და პოლიტოლოგმა კი ოქრუაშვილის გადაყენება მის მიერ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის ვადების თაობაზე კატეგორიულ განცხადებებს დაუკავშირა - ,,თუ ჩვენ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ცხინვალში ვერ ვიზეიმებთ, მე აღარ ვიქნები საქართველოს თავდაცვის მინისტრი,”. ასეა თუ ისე, საქართველომ ეს ვერ შეძლო, ოქრუაშვილი კი თავდაცვის მინისტრის პოსტს დაემშვიდობა. ფაქტია, რომ ოქრუაშვილი საკადრო ცვლილებებით კმაყოფილი არ დარჩენილა და მას გული სწყდებოდა სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე. ამაზე ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან მისი პირველი შეხვედრა და მიმართვაც მოწმობს - ,,თანამშრომლებს მოგმართავთ, რომ მომეხმარეთ იმაში, რომ ჩემი ენერგიის კონცენტრირება მოვახდინო აქ იმიტომ, რომ ჩემი გული და სული რჩება ქართულ ჯარში... ჩემთან მუშაობა ძნელია, მაგრამ საინტერესო.” ამ განცხადებიდან ზუსტად ერთ კვირაში ოქრუაშვილმა მინისტრის თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა, კითხვები კი პასუხგაუცემელი დარჩა. თითქმის ერთი წლის შემდეგ იგი პოლიტიკაში დაბრუნდა და საკუთარი პარტია - ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” დააარსა, რომლის პრეზენტაციაზეც ხანგძლივი დუმილი დაარღვია და ყოფილ თანამოაზრესა და ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებშიც დასდო ბრალი - ,,მე არაერთხელ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან დავალება ამა თუ იმ გავლენიანი და მნიშვნელოვანი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ”. ოქრუაშვილი მის ამ განცხადებებს შეეწირა - ზუსტად ორი დღის შემდეგ ახალდაფუძნებული პარტიის ოფისშივე დააკავეს. ოქრუაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. დაკავებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 2007 წლის ოქტომბერში გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ოქრუაშვილის დაკითხვის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი. ამ ჩვენებაში იგი უარყოფს მის მიერ გახმოვანებულ აბსოლუტურად ყველა ბრალდებას, მათ შორის პრეზიდენტის მიერ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შეკვეთას და აცხადებს, რომ ეს განცხადებები ,,პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად” სჭირდებოდა. მაშინდელი გენპროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს დარჩა განცდა, რომ ეს აღიარება მოპოვებულ იქნა დიდი ზეწოლისა და დაშინების შედეგად. აღიარებითი ჩვენების შემდეგყოფილი მინისტრი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო გაურკვეველ ვითარებაში დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში. საფრანგეთში ოქრუაშვილი 2012 წლამდე დარჩა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აცხადებდა, რომ მას აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს. 2012 წლის ნოემბერში ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მომდევნო წელს გაათავისუფლეს. გასული წლის ივნისში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა ,,გამარჯვებული საქართველოს“ დააარსა, თუმცა, ისტორია გარკვეულწილად განმეორდა - პარტიის დაფუძნებიდან მალევე იგი კვლავ დააკავეს. საქმე 20-21 ივნისის მოვლენებს ეხებოდა. რამდენიმე დღის წინ მას საქალაქო სასამართლომ 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.#ირაკლიოქრუაშვილი #პოლიტიკა #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
სააკაშვილის პირველი მსხვერპლი პრემიერი შმიგალი იქნება
"სააკაშვილის, როგორც ვხვდები არ შეუძლია სიცოცხლე პოლიტიკის გარეშე. პოლიტიკის გარეშე ის თავს მოწყენილად გრძნობს და ამ ეტაპზე, საქართველოს გარდა სადაც ის დაუსწრებლადაა გასამართლებული, უკრანა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მას პოლიტიკური საქმიანობა შეუძლია. ის სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა უკრაინაში, თუმცა მისმა დბრუნებამ თავად უკრიანის სამთავრობო გუნდში გამოიწვია წინააღმდეგობა", - ამბობს სერგეი შერბინი, ანალიტიკოსი „ერ-ბე-კა უკრაინის“ მთავარი რედაქტორი. მისი განცხადებით "უკრაინაში არ არსებობს რეფორმების სამინისტრო და სააკაშვილი კიდევაც რომ დაენიშნათ ვიცე-პრემიერად რეფორმების საკითხებში, იქნებოდა მინისტრი პორტფელის გარეშე. რაც ნიშნავს, რომ ის იქნებოდა სიმბოლურ თანამდებობაზე - ვიცე-პრემიერი მედიისთვის" "რაკი პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მისი მიზანი იყო, სიმბოლურად გაეძლიერებინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იმ თვალსაზრისით, რომ სააკაშვილი არის აქტიური სპიკერი, შეუძლია თოქ-შოუებში სტუმრობა, ინტერვიუს მიცემა და მისი ფუნქცია სწორედ ეს უნდა ყოფილიყო, რომ მედიასთან ბევრი ესაუბრა რეფორმებზე. პრეზიდენტი ზელენსკი ფიქრობდა, რომ ეს დადებითად აისახებოდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის იმეჯზე. სხვა საკითხია, რომ ვიცე-პრემიერს პორტფელის გარეშე ვერ ექნება რეალური რეფორმების გატარების ბერკეტები. ფაქტია, მმართველ პარტიას, „ხალხის მსახურს“, მის ფრაქციას პარლამენტში და რადას ხელმძღვანელობას კარგად ესმოდა ერთი რამ, რომ რეალურია იმ ისტორიის განმეორების ალბათობა, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადახდა თავს. მან სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად სწორედ გარკვეული პოლიტიკური მოტივაციით დანიშნა. საიდუმლო არაა, რომ ერთ-ერთი მოტივაცია უკრაინის მაშნდელ პრემიერთა, ანდრეი იაცენიუკთან ბრძოლა იყო. სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს ამ მიზნის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარა. მაგრამ, ვანხეთ რაც მოხდა, იაცენიუკზე გამაჯვების შემდეგ სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს დაუპირისპირდა და სცადა ამაზე აეგო საკუთარი პოლიტიკური კარიერა უკრაინაში. რეფორმების ნაციონალური საბჭო, სულ სამი-ოთხჯერ შეიკირება. მას არანაირი რეალური ბერკეტი არ აქვს. რისი იმედია აქვს სააკაშვილის, რომ ამ საბჭოს მინისტრთა ჩრდილოვან კაბინეტად აქცევს თუ სხვა, გულწრფელად გეტყვით ვერ ვხვდები. ამ საბჭოს რაიმე უფლებამოსილებებები არ აქვს. თუმცა პოლიტიკურ შედეგები შესაძლოა ნამდვილად ჰქონდეს", - ამბობს სერგეი შერბინი. მისივე შეფასებით, "თუ დასჭირდება მიხეილ სააკაშვილს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი. აშკარაა, რომ მისი პირველი პოლიტიკური მსხვერპლი პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი იქნება. რადგან დღეს, უკრაინაში პრეზიდენტის წინააღმდეგ წასვლა არაპოპულარული იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკის მაღალი რეიტინგი აქვს, დიდი ნდობით სარგებლობს და პრემიერი კი, თუ სოციოლოგიას მოვიშველიებთ, მოქალაქეების უმრავლესობამ არც კი იცის". "ასე, რომ პოლიტიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ სააკაშვილის შემდგომ ნაბიჯებს, მისი მორიგი მსხვერპლი სწორედ პრემიერი იქნება. აშკარაა მისი პოლიტიკური მზიანიც, რომ კრაინის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შემთხვევაში უკრაინის პრემიერის პოსტი დაიკავოს", - აღნიშნავს სერგეი შერბინი. #news #სააკაშვილი #ზელენსკი #შმიგალი Georgia Ukraine # TbilisiDaily #dailynews
გიორგი სამხარაძე
Tbilisi · 1 month ago
7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ვიდრე გოგოს მივწერთ
ინტროვერტი ბიჭები ორ კატეგორიად ვიყოფით: ისინი, ვისაც რომელიმე მიზოგინური ფეიჯი არ გვაქვს დალაიქებული ფეისბუქზე და არ ვთვლით, რომ ქალი კუხნაში უნდა ეგდოს; და მეორენი, რომლებიც ჩვენი ანტიპოდები არიან. შეიძლება მეტადაც ვიყოფით, მაგრამ ჯანდაბას მაგათი თავი. ვიდრე ფაზების ჩამოწერას შევუდგები, პრეტენზიული მკითხველის წინაშე პატარა ხარკს გადავიხდი და აღვნიშნავ, რომ პოსტი სრულიად სუბიექტურია და მიზნად განზოგადება არ მაქვს. მაშ ასე, 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი, არამიზოგინი და ერთობ ჩვეულებრივი ბიჭები გავდივართ, ვიდრე მივწერთ გოგოს, რომელიც მოგვწონს. I ფაზა: ბჭობა დრო მიწერამდე: 3 დღე. სამი დღით ადრე ვიწყებთ რამდენიმე სანდო მეგობართან სრულმასშტაბიან კონსულტაციებს. მთავარი კონსულტანტი ძირითადად ახლო მეგობარი გოგოა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაგავაფრენდზონა. ამ ფაზის პირველი ნაწილი დაბრკოლებების ძებნაა. მაგალითად: “სინგლია? იქნებ არაა სინგლი? ვინმე ეყოლება. შანსი არაა!” “აუ, რა აზრი აქვს რო მივწერო? 5 წელში ამერიკაში მიდის და…” ასეთი დაბრკოლებების ძებნა და აღმოჩენა იმისთვის გჭირდება, რომ საბოლოო ჯამში არ მივწეროთ, მაგრამ თან, ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ გვინდა, იმას უნდა დაბრალდეს ყველაფერი. თუმცა, ახლო მეგობარი, რომელიც ამავდროულად ჩვენი მემატიანეცაა და კარგად გვიცნობს, გვაჯანჯღარებს, გვილაწუნებს და ყველა ასეთ ვერსიას, საკმაოდ წონიან არგუმენტს უხვედრებს. ბჭობის ფაზის მეორე ნაწილის დროს, ვასრულებთ მეგობრის მოცემულ დავალებებს. “დაულაიქე რაღაცები” - ყოველი დალაიქების მერე ამ მეგობარს ანგარიშს ვაბარებთ. რასაც დაახლოებით 5-6 “აი, ის დავულაიქე” მესიჯის მერე ამ მეგობრის კივილი მოჰყვება! “ვაიმე! მე ნუ მწერ, იმას მიწერე, იმას!” და ა.შ. :( შემდეგ უკვე მიდის განხილვა, თუ რა უნდა მივწეროთ: რამე ლინკი, თემაზე რომელზეც რაღაცა დააშეარა? რამეს რო დაასტატუსებს მაგის პასუხად კომენტარის ნაცვლად პიემში მივწეროთ? - ამაზე ჩემი ყველა მეგობარი თანხმდება, რომ ძალიან ბანძი ნაბიჯია. პირდაპირ კომპლიმენტი? - ამას უმეტეს შემთხვევაში თვითონაც ვხვდებით, რომ ბანძობაა და არ ვწერთ. აქ უამრავი ვერსია იდება, რომლეთა უმეტესობაც ძალიან ცუდია და ჩვენი ზემოთხსენებული მეგობარი სასტიკად აკრიტიკებს, თუმცა, ბოლოს ყოველთვის ამბობს: “რავი, ჩემთვის რო ეგ მოეწერათ, არ მომეწონებოდა და ის კიდე რა ვიცი, რა ტიპია”. II ფაზა: თავის გამოჩენა დრო მიწერამდე: 2 დღე მეგობრის რჩევით, ვალაიქებთ რაღაცებს. მის რადარზე და კოგნიტურ ბაზაში უნდა დავფიქსრიდეთ, მან უნდა შეიტყოს ჩვენი არსებობის შესახებ. მაგრამ, ვიღაც ხამი რომ ჩამოუვლის და 300 ფოტოს დაულაიქებს ნახევარ საათში, მასე არა. “დასტოინად”, ყოველი მეხუთე სტატუსი. საღამოს, 2-3 საათიანი პაუზის შემდეგ, პროფილის ის ფოტოც უნდა დავულაიქოთ, რომელიც ასე, 3-4 თვის წინ ეყენა. როგორც ჩემი მეგობარი ექსპერტები აღნიშნავენ, ამით მკვეთრად ვაფიქსირებთ ჩვენს ინტერესს, მაგრამ არ ვაფრთხობთ, როგორც მაგალითად ვიღაც შიზოიდი, რომელმაც ზღვაზე გადაღებული ფოტო ღამის 4-ზე დაულაიქა. აქა-იქ შეიძლება დავაკომენტოთ კიდეც. რამე კარგი ხუმრობა. ან საშუალო. ან რამე გიფი, ან სულაც მუსიკა. მთავარია, იმ ტიპებს არ დავემსგავსოთ, ტიტლიკანები რომ დატანტალებენ ერთდროულად 20 მდედრის სტატუსზე. ცხადია, ამ დროს ჩვენი ყოველი ნაბიჯი იცის ჩვენმა ექსპერტ-მეგობარმა, რომელიც უბრალოდ გვseenავს და ვიდრე რამე ღირებულს არ გავაკეთებთ აღარ გვეკონტაქტება. III ფაზა: განტვირთვა დრო მიწერამდე: 1 დღე მთელი დღის განმავლობაში ვბლოკავთ მას ჩვენი ტვინიდან. საერთოდ არ ვფიქრობთ მასზე. საჭიროა ძალების აღდგენა, ამდენ ლაიქს და კომენტს ძალიან ბევრი ენერგია და რესურსი მიაქვს. ცხადია, განტვირთვაშიც ჩვეულებრივი ინტროვერტული აქტივობები იგულისხმება. მაგალითად: სახლში ჯდომა და სერიალის ყურება რომელიმე სტრატეგიის ან შუთერის თამაში ფეისბუქის უაზროდ სქროლვა ევერესტზე ასვლა ჩამოსვლა ფიქრი იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ამ კარგ ამინდში გაგვესეირნა youtube-ზე უაზრო რაოდენობის ვიდეოების ყურება ვიკიპედიაზე სან-მარინოს ეროვნული გმირების ბიოგრაფიების კითხვა IMDB-ზე 300 ფილმის ვოჩლისტში ჩანიშვნა - რომელსაც არასოდეს ვუყურებთ. ამ დროს ტვინი და ემოციები ლაგდებიან და მზად არიან დიდი დღისთვის, რომელიც მალე დადგება. საღამოს მის თაიმლაინზე შევირბენთ და ვამოწმებთ რა დაწერა და გააზიარა სანამ ჩვენ ემო-შვებულება გვქონდა, ყველაზე კარგ პოსტს, ისე, სხვათა შორის ვალაიქებთ და გავდივართ. ოღონდ, ცხადია იმ გოგომ არ იცის, რომ სხვათა შორის დავალაიქეთ, მაგრამ მაგ დროს ზუსტად სასხვათაშორისე გამომეტყველება გვაქვს სახეზე - მთავარია, ჩვენ ვიცით -.- IV ფაზა: თავდაჯერებულობის ამაღლება დრო მიწერამდე: 10-8 საათი გაღვიძებისთანავე მუცელში პეპლები გვყავს, ოღონდ ეს სხვა პეპლებია, აი, რამე ატრაქციონზე, ნავებზე ან როლერკოსტერზე ჯდომისას რომ გეღუტუნება მუცელში, ეგეთი. ექსტრიმის განცდა. ამ დროს გვახასიათებს ჰუ-ჰუ-ჰუ ტიპის სუნთქვა და საკუთარ თავთან მეორე პირში ლაპარაკი. სჭარბობს ფრაზები: “კაი, შეჩემა!” “რა გჭირს, რა იყო!” “ნუ მაშინ ნუ მიწერ, ძმაო!” “ნუ აი, ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?” “მშვიდად! პანიკის გარეშე!” “დამიჯერე, რომ გეუბნები!” ამ ფაზაში, როგორც წესი, ჩვენი თავდაჯერებული ნაწილი იმარჯვებს. მაგას რა ენაღვლება, სადღაც, ჩვენი ტვინების ბნელ კუნჭულებშია ჩამალული და იქიდან, რა თქმა უნდა, დიდი გული ექნება. მაგრამ, როგორღაც ახერხებს, რომ მისთვის უცხო გარესამყაროში გამოვიდეს ხოლმე და გამოცდილი გენერალივით დაქოქოს უწრვერულვაშო ჯარისკაცი. მერე მიდის მინი ვარჯიშები, კისრის აქეთ-იქით გრეხვა, ხელების ქნევა ზემოთ-ქვემოთ, წელის ტრიალი და კვლავ ჰუ-ჰუ-ჰუ ტიპის ამოსუნთქვები. V ფაზა: ობიექტის გადამოწმება დრო მიწერამდე: 7-5 საათი ეს ფაზა კვლავ პასუხისმგებლობის აცილებასა და ობიექტზე გადაბრალებას ემსახურება. შევდივართ მის თაიმლაინზე და ვნახულობთ. რამე ნაკლი ხომ არ აქვს: “ტონი მონტანას ფოტო ხო არ აქვს დაშეარებული წარწერით: ასეთი დასტოინი ბიჭები მომწონს!” “ფაშისტი ხომ არაა?” “ბარაქის ხე ხომ არ აქვს გადაშეარებული?” “პრინცესობა ხო არ უნდა?” მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ასეთი არაფერი სჭირს და სულაც ნორმალური და კარგი გოგოა - რადგან დამეთანხმეთ და, ნაკლი ყველას აქვს, ყველა უბერავს თავის პონტში - იარაღს ვყრით და ვეგუებით ბედს, რომ უნდა მივწეროთ და საამისოდ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. VI ფაზა: განწყობის შექმნა დრო მიწერამდე: 4-2 საათი ეს ფაზა ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დროს ვუყურებთ ფრაგმენტებს საყვარელი ფილმებიდან, მაგალითად: ლეონიდასის და ქსერქსეს შეხვედრას Goodfellas-ში დე ნირო რომ ჯო პეშის გადახედავს და ანიშნებს ეს მასტი უნდა მოვკლათო Six feet under-ის ბოლო 5 წუთს როსის და რეიჩელის სიყვარულის გარკვევის მომენტს მაკონაჰისა და დი კაპრიოს სცენას Wolf of wall street-იდან პალაპატინისა და ანაკინ სქაივოქერის დიალოგს Star Wars-იდან გენდალფის ჩამორბენას როჰანის კლდეებიდან დაენერისის Dracarys-ს GOT-იდან Nemsis მონოლოგს დიდი კუშიდან და ვუსმენთ რამე დებილურ მუსიკას, მაგალითად გიხაროდენს. VII ფაზა: მოთელვა დრო მიწერამდე: 1 საათი - 3 წუთი ამ დროს ექსტრიმის პეპლები საოცარი სიმძლავრითა და სისწრაფით მოქმედებენ. კისრამდე ამოდიან, უკან ჩადიან და თვალებიდან სისხლი გვდის. ვდგებით კომპიუტერიდან, ვიწყებთ ბოლთის ცემას, ვეწევით ბევრ სიგარეტს, ვსვამთ აურაცხელი რაოდენობის ჩაის და ყავას, ვხტუნავთ, ვვარჯიშობთ, ჰუ-ჰუ-ჰუურად ვსუნთქავთ, ვფრუტუნებთ და ტვინის ბნელ კუნჭულებში ჩაძინებულ თვადაჯერებულ ალტერ-ეგოს ვუხმობთ, რომელიც ზლაზვნით მოდის იქიდან და მიწერამდე ან მოაღწევს ან ვერა. ბოლოს ღრმად ამოვისუნთქავთ და ნაძალადევად ვარწმუნებთ თავს, რომ მზად ვართ! მიწერა: ბოლო ფაზის გასვლის შემდეგ სრულად გვეკვეთება სასო, ანუ სასოწარკვეთილები ვხდებით და ბედს ვეგუებით, რომ უნდა მივწეროთ, სხვანაირად არ გამოდის, ის პეპლები უკვე ეგვიპტეს რომ შეესიენ იმ კალიებად იქცნენ, ჩვენი ტაილერ დერდენი არსად ჩანს, ენერგია და ნერვი აღარ გვაქვს შერჩენილი და ვხსნით ჩეთის ფანჯარას, და ვწერთ: ჰეი ავტორი: საბა ლეკვეიშვილი
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
ქართული პროტოკოლი და დებატები პრეპარატ პლაქვენილის გარშემო
სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს. ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ ქვეყნებში მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიკამენტის გამოცდა. ამ დრომდე კლინიკურ ცდებს გადის რამდენიმე პრეპარატი, რომელთა მიმართაც არაებობს ჰიპოთეზა, რომ მათ შეუძლიათ კოვიდინფიცირებული პაციენტების განკურნება ან სიმპტომების შემსუბუქება. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ჰიდროქსიქლოროქინი იგივე პლაქვენილი. პლაქვენილი აქამდე მალარიის, ამებიაზის, სახსრების ზოგიერთი დაავადების, შემაერთებელი ქსოვილის და კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ქლოროქინს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იყენებენ. ის 1934 წელს ჰანს ანდერსაგმა შექმნა. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა,რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ აღნიშნული მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ. ,,რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია,” - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ის პირველი პირის განცხადებას. როგორც გაირკვა, ინფექციური საავადმყოფო პლაქვენილს თებერვლის თვიდან იყენებს, რადგან სხვადასხვა კვლევის ანალიზის შედეგად ქართველი ინფექციონისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არსებულ მედიკამენტებს შორის პლაქვენილი ყველაზე ეფექტურია. აღნიშნული პრეპარატი ამსუბუქებს მდგომარეობას და აჩქარებს ვირუსის ორგანიზმიდან გამოდევნას. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პლაქვენილი ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, 38 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა, ძლიერი ხველება და სისტუტე, გონების დაბინდვა და რენტგენზე გამოჩენილი პნევმონია. თუმცა სოციალურ ქსელში სრულიად გამსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, რაც შემდგომ დიდი ვნებათაღელვისა და დებატების საგანიც გახდა. მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურულმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოში არსებული მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა. მისი თქმით, პროტოკოლის მიხედვით, პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან ამ პრეპარატს არ აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და მეტიც, მან შეიძლება პაციენტებში მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს. მედიკოსის განცხადებით, მიიღო რამდენიმე საგანგაშო წერილი კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც სწორედ პლაქვენილის მეთოდით მკურნალობენ. გურულმა აღნიშნა, რომ პლაქვენილი რამდენიმე კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული, როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ. ,,ბატონი გურული სტყუის, თან უსინდისოდ,” - ასე გამოეხმაურა ქართული პროტოკოლის თანაავტორი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის კრიტიკას. მისი თქმით, ზურაბ გურულის პოსტი იყო ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაცია. ცერცვაძის განცხადებით, ქართულ პროტოკოლში გაწერილია, რომ უსიმპტომო პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და აღნიშნული პრეპარატი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, თანაც ექიმის დანიშნულებით. ცერცვაძემ განმარტა ისიც, რომ პროტოკოლის მიხედვით, „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ”. ამგვარად, იგი უარყოფს ექიმ ზურაბ გურულის ბრალდებას, რომ საქართველოში პლაქვენილს უსიმპტომო პაციენტებისთვის ან პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენებენ. თუმცა საგულისხმოა, რომ ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი მკურნალობისას სწორედ პრეპარატ პლაქვენილს იღებდა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა. ,,ეს იყო ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტი, რომელ­საც ვი­ღებ­დი. ჩემ შემთხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად წა­რი­მარ­თა და­ავადე­ბა. იქ, სადაც მძი­მე პნევ­მო­ნია ერთვე­ბა და სუნთქვის უკ­მა­რი­სო­ბაა, სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ინიშ­ნე­ბა"- ჰყვება ნიკოლოზ გამყრელიძე. თუმცა გუშინ გამყრელიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ პლაქვენილს იღებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაავადების ყველა სიმპტომი გამოეხატა. მისი თქმით, პლაქვენილის მიღებიდან რამდენიმე დღეში მშრალი ხველა აღარ ჰქონია და არც რაიმე სახის უკუჩვენება უგრძვნია. პლაქვენილის გარშემო მიმდინარე დებატებს ამირან გამყრელიძეც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მის შვილს სწორად უმკურნალეს. გამყრელიძემ სრული ნდობა გამოუცხადა თენგიზ ცერცვაძესა და საქართველოში მოქმედ პროტოკოლს. მან ახალგაზრდა კოლეგებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმის კრიტიკისგან. ასეა თუ ისე, დღესდღეობით არ არსებობს, ზუსტი კვლევა, დასკვნა თუ რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა მედიკამენტი კურნავს კორონავირუსს და ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს - მედიკოსები საქართველოსა და მსოფლიოში დღეს იყენებენ ექსპერიმენტულ პრეპარატებს და ხელმძღვანელობენ მხოლოდ არსებულ გამოცდილებასა და მიმდინარე კვლევებზე დაყრდნობით.#პლაქვენილი #კორონავირუსი #პრეპარატი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
ბრიტანეთში სახიფათო მდგომარეობაა
მობილური კავშირის ანძებს გაერთიანებულ სამეფოში კვლავ ყოველდღიურად ესხმიან თავს, რადგან ერთ-ერთი კონსპირაციული თეორიის მიხედვით, 5G კავშირის კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ახალი მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ გასული რამდენიმე ღამის განმავლობაში კონსპირაციული თეორიის მიმდევრებმა ათეულობით თავდასხმა განახორციელეს როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე იქ დასამქებულებზე. 30 მარტის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში მობილური კავშირის ანძებზე 77 თავდასხმა განხორციელდა; მობილურ ინფრასტრუქტურაზე მომუშავე პერსონალის ცნობით კი, დაფიქსირებულია 180-ზე მეტი ინციდენტი თუ შეურაცხყოფის ფაქტი. ასევე იკვეთება საბოტაჟის 13 სხვა ფაქტი, მათ შორის თავდასხმის მცდელობები თუ მობილური ქსელის ინფრასტრუქტურის დაზიანება. 20 აპრილიდან 5 მაისამდე, წაქეზებული ადამიანების მხრიდან ანძებზე განხორციელდა 16 საბოტაჟური თავდასხმის 16 ფაქტი. თუ ამ მონაცემებს თავდასხმის წარუმატებელ მცდელობებსაც დავუმატებთ, ინციდენტთა რაოდენობა 74-მდე გაიზრდება. რიცხვები ეფუძნება სატელეკომუნიკაციო კომპანია Openreach-ის მონაცემებს; სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ბრიტანეთის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის მოვლა-შეკეთებას. პირველი აპრილის შემდეგ, კომპანიამ დააფიქსირა საკუთარი თანამშრომლების შეურაცხყოფის 63 ინციდენტი. კონსპირაციული თეორიის მიმდევრები ასეთ შემთხვევებს ხშირად იღებენ და შემდეგ სოციალურ მედიაში აქვეყნებენ. აპრილის ბოლო ორ კვირაში Openreach-მა 20 ასეთი ინციდენტი აღრიცხა. კონსპირაციული თეორია 5G-ისა და კორონავირუსის კავშირის შესახებ ფეისბუქსა და იუთუბზე ბოლო კვირებში განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდა. განსაკუთრებით პოპულარული კ მას შემდეგ გახდა, რაც ამის შესახებ სოციალურ მედიაში ცნობილმა ადამიანებმა დაპოსტეს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები ამ თეორიების წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებს, ისინი გავრცელებას მაინც განაგრძობს. აღნიშნული კონსპირაციული თეორიის ინტერნეტში გავრცელებას რეალურ ცხოვრებაში სახიფათო ეფექტი აქვს. Openreach-ის ინჟინრები, რომელთაგან არც ერთი არ ყოფილა ჩართული 5G ინფრასტრუქტურის აწყობაში, დააბრკოლეს ან შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთ ინჟინერს, თავში ჯერ აგური ესროლეს, შემდეგ კი ბოთლი. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა ფიზიკური ძალადობით დასრულდა. ზოგიერთი ინჟინერი საავადმყოფოშიც მოხვდა. Openreach-ის ერთ-ერთი ინჟინერი იხსენებს, როგორ მიუახლოვდა მას ქუჩაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შეკეთებისას ერთ-ერთი ადამიანი და დაუწყო საუბარი, რამდენად საშიში იყო 5G. ამავე დროს, ის ინჟინერს ემუქრებოდა, რომ ამის შესახებ ყველგან დაწერდა. „მეუბნებოდა, რომ მე კორონავირუსს ვავრცელებდი მაშინ, როდესაც უბრალოდ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი“, — იხსენებს ინჟინერი. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ფეისბუქზე 5G-ისა და კორონავირუსის კავშირის შესახებ 54 000-ზე მეტი პოსტი გამოჩნდა, რომლებზე რეაქციაც ორ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გამოხატა. ამ პოსტებს შორის ყველაზე პოპულარულია ფოტო, რომელზეც ბილ გეიტსს ეშმაკის რქები აქვს გამოსახული და 4600-ზე მეტჯერ არის გაზიარებული. ორ პოსტს კი, რომლებიც კონსპირაციონისტ დევიდ აიკის ფეისბუქგვერდის წაშლას აპროტესტებს, 7000-ზე მეტი გაზიარება აქვს. სოციალური ქსელების რეაგირება ძირითადად არერეგულარულია. მართალია, დევიდ აიკი და მისი მსგავსი ფიგურები დაიბლოკნენ, მაგრამ ისევ აქტიურია უზარმაზარი ფეისბუქ-ჯგუფები, სადაც მსგავსი თეორიები უსწრაფესად ვრცელდება. ისევ აქტიურია აიკის გვერდი ტვიტერზე. იუთუბზე კონსპირაციონისტთა ვიდეოები სათაურებით „გაიგეთ სიმართლე“ 5G-ისა და კორონავირუსის შესახებ, კვლავ ათობით ათას ნახვას აგროვებს. ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ მიუხედავად 5G-ის გარშემო აგორებულ კონსპირაციებთან კონცენტრირებული ბრძოლისა, ის მაინც აქტიურად ვრცელდება როგორც ინტერნეტში, ისე რეალურ ცხოვრებაში.
Fashion Folk Tales
Tbilisi · 2 months ago
ვალენტინომ იტალიის ‘Columbus Covid 2 Hospital’ - ს 1 მილიონი ევრო გადაურიცხა.
წითელი ვალენტინოს ფერია არსებობენ დიზაინერები, რომლებიც ფერს ისე იყენებენ, თითქოს ფუნჯის მოსმით ნახატს ქმნიდნენ, ამის კარგი მაგალითი დრის ვან ნოტენია, რომლის ფერების აღქმისა და მრავალფეროვნების კარგ მხატვარსაც შეშურდებოდა და არსებობენ დიზაინერები, რომლებიც ერთ ფერთან განსაკუთრებით ასოცირდებიან და ეს ფერი მათი შემოქმედებითი იდენტობის ნაწილი ხდება. შავ ფერზე, პირველ რიგში, კოკო შანელი გაგვახსენდება, რომელმაც ეს ფერი მწუხარების, დაკრძალვისა და მელანქოლიის ასოციაციებისგან გაათავისუფლა და მოდაში დაამკვიდრა, მოგვიანებით შავი იაპონელების ესთეტიკის განუყრელი ნაწილი გახდა და ეს ფერი მათთან იმდენად ასოცირდება, რამდენადაც კოკო შანელთან. წითელი ფერი კი მხოლოდ ვალენტინოს ეკუთვნის და არც ერთი ფერის ასოცირება არ ახდება ვალენტინოსთან იმდენად, რამდენადაც წითლის. ვალენტინო გარავანი 1930 წლის 11 მაისს იტალიის პროვინციაში, ვოგერში დაიბადა. დიზაინერობა 9 წლის ასაკში გადაწყვიტა, როდესაც ფილმი ‘’Zeigfeld Girl’’ იხილა. თინეიჯერობის ასაკში, როდესაც ბარსელონას სტუმრობდა, ოპერაში ერთ ქალს მოკრა თვალი, რომელსაც წითელი ხავერდის საღამოს კაბა ეცვა და ეს სურათი სამუდამოდ ჩაიბეჭდა მის მეხსიერებაში: ‘’ის უნიკალური იყო, გამოკვეთილი, ცეცხლოვანი – დიდებული ქალღმერთი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ თუ ოდესმე დიზაინერი გავხდებოდი, დიდი რაოდენობით წითელს გამოვიყენებდი’’ რაც ასეც მოხდა, წითელი მალევე ვალენტინოს ხელწერად იქცა. არსებობს წითელი და არსებობს ვალენტინოს წითელი, რომელიც დიზაინერმა შექმნა და მხოლოდ მის სამოსში გამოიყენება. ვალენტინოს წითელი არ არის ჩვეულებრივი წითელი, ის არის ძალიან კაშკაშა ელფერი კარმინის, იისფერისა და კადმიუმის წითელის ნაზავის. ვალენტინოს წითელი კაბა პირველად 1959 წელს შეიქმნა: კოქტეილის კაბა წითელი ტიულის ნაჭრით, რომელსაც „Fiesta” უწოდა. ამ დროს გარავანი პარიზიდან ახალ დაბრუნებული იყო, სადაც ის კუტიურეების – ბალენსიაგას, ჟან დუსესა და ლაროშეს ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობდა. ვალენტინოს პირველი წითელი კაბა 2004 წელს ჯენიფერ ენისტონმა მოირგო ფილმის ‘’Along Came Polly’’-ის პრემიერაზე. მას შემდეგ დიზაინერის კოლექციებში წითელი კაბის არაერთი რეინტერპრეტაცია ვიხილეთ. ‘’წითელი კაბა რაღაცის თქმაზე მეტს ნიშნავს, ის სტილის სინონიმია’’ – ვალენტინო გარავანი წითელი ყოველთვის ასოცირდებოდა ძალაუფლებასთან, სიბრაზესთან, სისხლთან და ბრაზთან, ის ძალიან განსაკუთრებული ფერია და მხოლოდ რამდენიმე დიზაინერს შეუძლია თავის შემოქმედებაში ის ისე გამოიყენოს, რომ “tacky” შესახედაობის ან ვულგარული არ იყოს, პირიქით ელეგანტურობასა და ზომიერ სექსუალურობას ასხივებდეს, ვალენტინო გარავანი კი ერთ-ერთი ასეთი დიზაინერია, რომელმაც იცის რა სურთ ქალებს და იცის როგორ აგრძნობინოს მათ თავი ლამაზად და სასურველად. შეუძლებელია წვუელებაზე ვალენტინოს წითელ კაბაში გამოწყობილი ქალი ვერ შეამჩნიო. ხშირად სწორად შერჩეული კაბა სასიამოვნო თავგადასავლის ტოლფასია, რომლის მთავარ გმირადაც ამ კაბის მატარებელი იქცევა, გარავანის წითელ კაბები კი სწორედ ამ თავგადსავლის გმირად გაქცევთ. ვალენტინომ 1998 წელს გაყიდა თავისი კომპანია 300$ მილიონად, მაგრამ ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2008 წლამდე დარჩა. 2008 წლის 4 სექტემბერს, ვალენტინო გარავანმა ბრენდში თავისი პოსტი ოფიციალურად დატოვა. მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „ვალენტინო: უკანასკნელი იმერატორი“, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. ვალენტინო თავისი სამოსით ქალურობისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ იქცა და როგორც თვითონ განაცხადა, სანამ ჯერ კიდევ არიან ქალები, რომლებიც ჩასაცმელად თავის შექმნილ სამოსს ირჩევენ და მასში გლამურულად, ლამაზად გამოიყურებიან, განსაკუთრებული და მაგიური ურთიერთობა ქალებსა და ვალენტინოს შორის ცოცხალი იქნება, მისი სტილი განვითარებას განაგრძობს და ხორცს შეასხამს ქალების ოცნებებსა და სურვილებს. #ვალენტინო #წითელიფერი #მოდა #დიზაინი Tbilisi
+4