ელექტრონულ მუსიკაში დაშიფრული გზავნილების დამალვაა შესაძლებელი

0
❓მუსიკის მეშვეობით გზავნილების მიღებისა და გაგზავნის იდეას დიდი ისტორია აქვს. ამ იდეის ავტორად XVI საუკუნეში მოღვაწე ბენედიქტელი ბერი, იოჰანეს ტრითემიუსი მოიაზრება. თუმცა ახალ მეთოდებს დღემდე იგონებენ. შჩიპიორსკიმ ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში წარმოადგინა სტეგანოგრაფიის (დამალული გზავნილების მეცნიერება) სრულიად ახლებური მეთოდი, რომელიც მან სპეციალურად იბიცას საკლუბო მუსიკისთვის შეიმუშავა. ეს ახალი მეთოდი სწორედ იმ ტიპის ტრანს მუსიკას იყენებს, რომლითაც ეს კლუბური კურორტია ცნობილი. შჩიპიორსკის მეთოდი მდგომარეობის იმაში, რომ ინფორმაცია მუსიკის ტემპის (bpm ბიტი წუთში) ცვლილებაში ჩაიშიფროს და ეს ცვლილებები იმდენად მცირე უნდა იყოს, რომ მსმენელის ყურისთვის აღქმადი არ გახდეს. ტემპის ასეთი ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი გახადა თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა, რომლებიც მუსიკის ბევრ სხვადასხვა კომპონენტს გვაკონტროლებინებენ. მაგალითისთვის, ტემპის ცვლილებას იყენებს თითქმის ყველა დიჯეი, როდესაც ორი კომპოზიციის გამიქსვა სურს. შჩიპიორსკიმ გადაწყვიტა, მორზეს ანბანის გამოყენებით, ტრანს-მუსიკაში მცირე ზომის ტექსტი დაემალა. როგორც იცით, მორზეს ანბანი წერტილებსა და ტირეებს იყენებს. ამ შემთხვევაში, წერტილის აღსანიშნავად იგი მუსიკის ტემპს ქვემოთ წევდა, ტირესთვის კი - პირიქით, ზემოთ.
#facts
#interestingfact
#interesting
#tips
#music
#musicfeed
#candymusic
#morze
#hide
#electromusic
#history
#ibiza
#events
#art
#information
Tbilisi
0