ქართული ,,ჩაკრულო” კოსმოსში, ადამიანის მიერ შექმნილ პირველ ხომალდზე

0
ვოიაჟერს, რომელიც 40 წლის წინ გაუშვეს კოსმოსში და ახლაც 13 მილიარდი მილის დაშორებითაა, დედამიწიდან, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაქვს, მათ შორის ქართული პოლიფინიური მუსიკა ”ჩაკრულო”, - ამის შესახებ იან კელიმ NASA-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ”ჩვენ აღვნიშნავთ ვოიაჟერის გაშვებიდან 40-ე წლისთავს. ეს ვოიაჟერი ახლა 13 მილიარდი მილის დაშორებით მდებარეობს და ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც გასცდა ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს. მას დედამიწიდან მიაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეს არის არტეფაქტები ჩვენი კულტურის, ცივილიზაციის და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ვოიაჟერში არის ჩანაწერი ქართული პოლიფონიური სიმღერისა ”ჩაკრულო”. მისი არჩევა მოხდა კარლ საგანის მიერ და ჩაწერილია ოქროს ფირფიტაზე. ეს ხაზს უსვამს, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს”, - განაცხადა იან კელიმ.
#music
#musicfeed
#candymusic
#georgia
#georgianmusic
#chakrulo
#მუსიკა
#საქართველო
#ქართულიმუსიკა
#ჩაკრულო
#კოსმოსი
#space
#operation
#old
#news
0