აღმოჩენილია მიკრობი, რომელიც კოღოებს მალარიის გავრცელების უნარს უბლოკავს

0
მიუხედავად იმისა, რომ მედიაში COVID-19-ის თემა დომინირებს, პანდემიის გამო არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა დაავადებებიც, მათ შორის მალარია, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ სახიფათოა. ბილ გეიტსმა მალარიის გადამტანი კოღოების მოსასპობად 4$ მლნ გაიღო მსგავსი: ბილ გეიტსმა მალარიის გადამტანი კოღოების მოსასპობად 4$ მლნ გაიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაფიქსირდა კოღოების მიერ გადატანილი ამ დაავადების 228 მილიონი შემთხვევა და გარდაიცვალა 405 000 ადამიანი. თუმცა, ახალმა კვლევამ შეიძლება მიაგნო მალარიის გავრცელების შესაჩერებელ სრულიად ახალ, ძლიერ ეფექტიან გზას. რაც ყველაზე საინტერესოა, ის თავად კოღოებში იმალებოდა. მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ კოღოებში არსებული ერთუჯრედიანი ახალი ტიპის მიკრობი, სახელად მიკროსპორიდია MB (Microsporidia MB), რომლებიც სპორებს წარმოქმნის, გამოირჩევა Plasmodium falciparum-ის გადაცემის შეჩერების გასაოცარი უნარით; Plasmodium falciparum კი არის ერთუჯრედიანი უმარტივესი პარაზიტი, რომელიც მალარიის შემთხვევათა უმეტესობას იწვევს. „დენგეს, ანუ კოღოს მიერ გადატანილი ვირუსის გასაკონტროლებლად ჩვენ უკვე ვიყენებთ გადადების დამბლოკავ სიმბიონტ მიკრობ ვოლბახიას. სიმბიონტ (თანამცხოვრები ორგანიზმი) მიკროსპორიდია MB-ს აქვს გარკვეულწილად იგივე მახასიათებლები, რის გამო, მას საკმაოდ მიმზიდველი პოტენციალი აქვს მალარიის საკონტროლებლად იგივე მიდგომის შესაქმნელად“, — ამბობს გლაზგოს უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სტივენ სინკინსი. ჯგუფს იმედი აქვს, რომ სხვა კვლევების შედეგად დადგინდება, შესაძლებელია თუ არა მიკროსპორიდია MB-ის რაოდენობის გაზრდა კოღოების პოპულაციაში, რისი საბოლოო მიზანიც მალარიის მაჩვენებლების შემცირებაა. მათივე თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგები გვთავაზობს ისეთ საკვანძო ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია იმის დასადგენად, როგორ შეიძლება გავავრცელოთ კოღოებში ბაქტერია მიკროსპორიდია MB მალარიის გასაკონტროლებლად.
0