როგორ ვითარდება ვაქცინები და რა მნიშვნელობა აქვს მას

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღესდღეობით, გლობალური მასშტაბით, COVID-19-ის საწინააღმდეგო 60-მდე ვაქცინაზე მიდის აქტიური მუშაობა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ეფექტური იქნება ინფექციის წინააღმდეგ, სულ მცირე ერთ-ერთი მათგანი მაინც. ზოგადად, ნორმალურ პირობებში, ვაქცინის შემუშავებას, ტესტირებას, წარმოებასა და ლიცენზირებას დაახლოებით 10 წელი სჭირდება, მაგრამ არსებული პანდემიის პირობებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალების დამუშავებას სპეციალისტები წელიწადნახევარში ვარაუდობენ. როგორ მუშაობს ვაქცინაცია - არსებობს ვაქცინაციის რამდენიმე ტიპი. ზოგიერთი ვაქცინა ვირუსების ცოცხალ შტამს შეიცავს (მაგალითად ტუბერკულოზის საწინააღმდეგო), სხვა შემთხვევაში მასში შესაძლოა იყო უკვე „მკვდარი“ შტამები (მაგალითად პოლიომიელიტი). ასევე არსებობს ვაქცინები, რომლებშიც ტოქსინებს იყენებენ და ეს თავის მხრივ დაავადების პროვოცირებას ახდენს (დიფტერია), ან შესაძლოა მიკროორგანიზმების ცალკეულ ნაწილებს შეიცავს ის. ბოლო წლების მანძილზე გამოჩნდა ისეთი ვაქცინები, რომლებიც რეკომბიბანტულია ანუ გენური ინჟინერიის გამოყენებით არის მიღებული (მაგალითად B ჰეპატიტის წინააღმდეგ). არსებული განსხვავებების მიუხედავად, ყველა ვაქცინა მეტნაკლებად ერთნაირად მუშაობს. ისინი კი არ კურნავენ დავადებას, არამედ ადამიანის ორგანიზმს იცავენ სავარაუდო ინფიცირებისგან. ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას „აცნობს“ დაავადებას, მაგრამ არ იწვევს მის დაავადმყოფებას. ზოგიერთ შემთხვევაში მან შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული დაავადების მსუბუქი სიმპტომები, მაგალითად ცხელება ან კანის სიწითლე. ვაქცინაციის შემდეგ, ადამიანის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომელიც ამ კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის განკუთვნილი. როდესაც ადამიანი დაავადდება ორგანიზმისთვის უკვე ნაცნობი ინფექციით, ვაქცინირებულ სხეულს უკვე აქვს უნარი შესაბამისი მოქმედება განახორციელოს მის წინააღმდეგ. მსოფლიო მასშტაბით, ვაქცინაციის დაწყებამდე, რომელიც უკვე 200 წელია ხორციელდება, ადამიანის ორგანიზმი კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტს მხოლოდ მას მერე გამოიმუშავებდა, როდესაც „დაამარცხებდა“ კონკრეტულ ავადმყოფობას. დღესდღეობით, დროული და სწორი იმუნიზაციის წყალობით, ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ კონკრეტული ავადმყოფობის გარეშე, ეს ეხება მაგალითად წითელას, პოლიოზს ან საშვილოსნოს ყელის კიბოს. ზოგიერთ ვაქცინას აქვს უნარი იმუნიტეტი რამდენიმე წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე დაიცვას კონკრეტული დაავადებისგან. მაგალითად სეზონური გირიპის შემთხვევაში ვაქცინის გაკეთება შესაძლოა ყოველწლიურად იყოს საჭირო, რადგან ამ დაავადების შემადგენლობა რეგულარულად იცვლება მისი მუტაციური ხასიათიდან გამომდინარე. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#virus
#disease
#vaccine
#headline
#stopcovid19
#covid19
0