ულამაზესი ადგილები აფხაზეთში

0
ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონი საქართველოში - აფხაზეთია. ვიდრე აფხაზეთი ე.წ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ამ რეგიონია არაერთი ქალაქი და კურორტი განსაკუთრებით პოპულარული იყო როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებთათვის, ასევე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოგზაურობა დავიწყოთ რიწის ტბიდან. რიწის ტბა. რიწის ტბა აფხაზეში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ-ზე მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიღრმე კი 101 მეტრია.რიწის წყალი მეტად მტკნარია. გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს. რიწა ტურისტებს მუდმივად აკვირვებს თავისი სილამაზით, მის შემოგარენში პატარა და მყუდრო კაფეებია განთავსებული, არის საპიკნიკე ზონებიც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რიწა ემზადება ტურისტების მისაღებად, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ვარაუდობენ, ტურისტთა რაოდენობა 60 % შემცირდება, შესაბამისად მნახველების რაოდენობაც მოიკლებს. ბიჭვინთა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია შავი ზღვის სანაპიროზე. მას განსაკუთრებით ბევრი ტურისტი სტუმრობდა. აქ გამორჩეულად სუფთა და ლამაზი ზღვაა. თუმცა, რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ბიჭვინთის როგორც ქართული და აფხაზური, ისე ძველი ბერძნული სახელი პიტიუნტი, ფიჭვიდან მომდინარეობს. ბიჭვინთის კონცხზე ახლაც არის რელიქტური ფიჭვის კორომები. ზაფხულში ბევრი აქტივობები ტარდება, ზღვის სეზონი კიდე უფრო იზიდავს ტურისტებს ბიჭვინთაში. ბიჭვინთაში მდებარეობს ბიჭვინთს ტაძარი. იგი X საუკუნის საკათედრო ტაძარია, არქიტექტურულად ბიზანტიურ ნაგებობას ემსგავსება. სოხუმის ბოტანიკური ბაღი. იგი უძველესი ბაღია კავკასიაში. გაშენდა 1840 წელს. ბაღში 4 500-ზე მეტი მცენარის სახეობას მოუყარეს თავი. ბოტანიკურ ბაღში თავიდან იყო ლინდა და მას კავკასიურს ეძახდნენ. 1838 წელს, სამედიცინო სტუდენტმა ვლადისლავ ბაგრინოვსკიმ გადაწყვიტა მის გარშემო პატარა ბაღის გაშენება. სწორედ ამის შემდეგ იწყება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღის ისტორია. ბოტანიკურ ბაღს ბევრი რამის გადატანა მოუწია. ომის შემდეგ სოხუმში ცუდი მდგომარეობა იყო. რაევსკის საოცრად მოვლილი ბაღი უცებ ტალახის გუბედ გადაიქცა. თუმცა, აფხაზებმა მობილიზაცია მალევე მოახდინეს და ბაღს ჩვეული სახეც დაუბრუნდა. წელს კი სოხუმის ბოტანიკური ბაღი 180 წლის იუბილეს აღნიშნავს. იგივე ადგილმა ბევრი ცუდი ისტორია გამოიარა, ბევრ ტყვიას გაუძლო და მიუხედავად ამისა, დღესაც მედგრად დგას. იცით რა ლამაზია? ერთი დიდი სიამოვნებაა მისი დათვალიერება. მითუმეტეს როცა იცი რამდენი რამე აქვს გამოვლილი. ძნელია ემოციების დამალვა, გიჭირს და ვეღარ იკავებ ცრემლებს. გინდა ყველამ ნახოს, დაათვალიეროს...ვიცი, ნამდვილად ვიცი, რომ ასეც იქნება. ნაკრძალები. აფხაზეთი მდიდარია ნაკრძალებითაც. საქართველოს 14 ნაკრძალიდან 3 აფხაზეთშია: რიწის, ფსხუ-გუმისთისა და ბიჭვინთა-მიუსერას, სადაც უნიკალური სახეობის მცენარეები და ცხოველები გვხვდება. ახალი ათონის მღვიმე. ეს არის კარსტული მღვიმე, რომლის გიგანტური დარბაზები მორთულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით და გაქვავებული ჩანჩქერებით. მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინეს. ახალი ათონის მღვიმე გამოირჩევა დარბაზების განსაკუთრებულობით. დარბაზები და ტალანები შემკულია თეთრი და ქარვისფერი სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ჰელიქტიტებით, სვეტებით, გაქვავებული ჩანჩქერებით, ფარდებით, მოფარდაგებულობით, კალციტის „ყვავილებით“ და „ფქვილით“, ოოლითებით, პიზოლითებით; არის კირქვის უზარამაზარი ლოდების გროვები და 20-30 მ სისქის თიხის ფენები.სამხრეთულ დარბაზებში წყალდიდობისას იჭრება წყალი. ახალი ათონის მღვიმე ძირითად ტურისტულ-საექსკურსიო ტრასაზე მდებარეობს. იგი სოხუმიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. დღეს ახალი ათონის მღვიმეს ჰყავს უამრავი ტურისტი. არის მოწესრიგებული და ის ყოველთვის მზად არის ტურისტების მისაღებად. ახალი ათონის მღვიმე თავის მნახველს გულგრილს არასდროს ტოვებს. კრუბერის გამოქვაბული. ეს გამოქვაბული მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბულია და მისი სიღრმე 2190 მეტრს შეადგენს. ამ ღირსშესანიშნაობას სხვა რეკორდებიც უკავშირდება. კერძოდ, ზოგერთი წყაროს თანახმად, აქ მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა მდებარეობს. მისი სიგრძე 18 მეტრია, იგი შავ ზღვაში ჩაედინება. კრუბერას მღვიმე არის ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე დედამიწაზე, იგი მდებარეობს ბერჭილის ქედზე გაგრის რაიონში. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიდები და სატალაგმიტები ასევე ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა, ასევე არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები, რაც დამახასიათებელია კარსული მღვიმეებისათვის. ეს გამოქვაბული დღემდე უამრავ ტურისტსა და სპეციალისტს მასპინძლობს. გამოქვაბულის სახელი, ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად ეწოდა. დღეისთვის სულ ეს იყო, შემდეგში კიდევ ბევრ საინტერესო ადგილებს შემოგთვაზებთ.
#ტურისტები
#ზონა
#აფხაზეთი
#SokhumiDaily
0