ბათუმში მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ByOn.geGeorgia
0
ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კირთაძემ TV პირველს განუცხადა, აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა მინიმუმ, 4 ადამიანი. მისი განცახდებით, მათ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ხოლო ერთი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
#News
ByOn.geGeorgia
0