9 votes
0 comments
0 shares
Save
6 views
Bacho Nadiradze
Kutaisi · 1 year ago

მაგნოლია ❤🍀


Bacho Nadiradze
Kutaisi · 1 year ago
Similar Posts
Mirian Cheishvili
Kutaisi, Georgia · 4 months ago
წყალტუბო რესტორანი მაგნოლია👍👍👍
Bacho Nadiradze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
კესანე❤❤
Bacho Nadiradze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
გელათი/Gelati
Bacho Nadiradze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
პეკინი ❤
Bacho Nadiradze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
კაცხის სვეტი ❤🍀
Bacho Nadiradze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
26 მაისი Independence Day(georgia)
Bacho Nadiradze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
#mobilephoto
Kutaisi Daily
Kutaisi, Georgia · 1 month ago
მცენარე,რომელიც ქუთაისის სიმბოლო გახდა - უფასო ადგილი ფოტოსესიისთვის
თუ მაგნოლია აყვავდა, ე.ი. ქუთაისში გაზაფხული მოვიდა. ამ ჭეშმარიტებაზე უხმოდაა შეთანხმებული მთელი ქალაქი, მაგრამ კარანტინის პერიოდში ბევრ სხვა რამესთან ერთად წითელ ხიდთან ვარდისფრად შეღებილი ხეც უყურადღებოდ დაგვრჩა, თუმცა დრო ჯერ კიდევ გვაქვს. სანამ ფოტოსესიისთვის მოამზადებით, გიზიარებთ ამონარიდს ოთარ პერტახიას ნაწარმოებიდან „მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“ - მაგნოლია რა არის? - დიდრონი ხეა, თეთრი და სურნელოვანი ყვავილის ხე... ამ ყვავილს ჯადოსნური ძალა აქვს, ბაბუ. - როგორ ჯადოსნური? - მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან. - ე, რა ამბებს? - ამბებს ჩაძირულ ქალაქზე და ზღვის ასულებზე, რომლებიც ტალღებზე დარბიან და ცეკვავენ; კიდევ გემებზე და კაპიტნებზე; ამბებს ქვიშის სასახლეებზე და ჯარისკაცებზე, ოდესღაც ზღვისპირა ქალაქს გმირულად რომ იცავდნენ. - მაგნოლიები ამბებს როგორ ჰყვებიან, განა ლაპარაკი იციან? - თუ გულით მოუსმენ, მაშინ მაგნოლიების ხმასაც გაიგებ... ნიავივით მოგიახლოვდება, ცხვირზე მოგიღიტინებს, თმაზე ხელს გადაგისვამს, სახეზე სულს შეგიბერავს და თუ მოეწონე, თუ დარწმუნდა, რომ შენც მოიხიბლე, ამბებსაც მერე მოგიყვება." ჰოდა, თუ ჯერ კიდევ არ მოგიფიქრებიათ, როგორ გამოეწყოთ მაგნოლიასთან შესახვედრად, იცოდეთ, რომ წითელ ხიდთან აყვავილებული ხე გელოდებათ.#ქუთაისელები #მაგნოლიისხე #KUTAISIDAILY #ხელოვნება
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 2 months ago
გაგრის დაარსების ისტორია
გაგრა - ქალაქი, რომელიც გამოირჩევა თავისი ულამაზესი ადგილებით, რომელიც მთლიანად დაფარულია სუბტროპიკული მცენარეებით. ოლეანდრები, რომელიც გადაჭიმულია ქალაქის მთელ სანაპიროზე გასაოცარ სილამაზეს ჰქმნის. არის უამრავი კაფე, რესტორანი, ჩოგბურთის კორტები. ქალქი პირობითად იყოფა ორ ნაწილად - ძველი და ახალი გაგრა. მამძიშხის მთიდან იშლება გაგრისა და პიცუნდის საოცარი პანორამა. ეს ქალაქი ძველ ბერძენ ვაჭრებს დაუარსებიათ ძვ.წ. II საუკუნეში ტრიგლიფის სახელით. გაგრის, როგორც ქალაქის ჩამოყალიბება დაიწყო მე -20 საუკუნის დასაწყისში. საკურორტო ქალაქად იგი ოლდენბურგის უფლისწულმა აქცია, რომელმაც ააგო სასახლე, გამასაჯანსაღებელი ცენტრი, სუბტროპიკული ტექნიკუმი, გაყიყვანა ელექტრო განათება, წყალმომარაგების სისტემა, ააშენა ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური. ეს დღე კურორტის დაარსების თარიღად ითვლება. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყო ოლდენბურგის პრინცესა ევგენიას სასახლე. სასახლე შემორჩენილია, ახლა იქ მდებარეოს რესტორანი "გაგრიფში". რესტორანი, ოლდენბურგის პრინცმა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე იყიდა. ნორვეგიაში გაკეთდა საათის ხის სახლი, რომელიც შემდეგ, 1902 წელს აფხაზეთს გადაეცა. 1903 წლის 9 იანვარი "გაგრიფში" გაიმართა გაგრის კურორტის გრანდიოზული გახსნა. რესტორნის ფასადზე განთავსებული საათი კვლავ ხელით იმართება შენობის შიგნით მდებარე კაბინეტიდან. 1902-1905 წლებში ზღვის სანაპიროზე, არქიტექტორ ვ. შერვინსკის პროექტის თანახმად, აშენდა პარკი, სადაც დარგეს აგავა, პალმები, ლიმონისა და ფორთოხლის ხეები, კვიპაროსის ხეები, დაიწყო ზაფხულის სახლებისა და სასახლეების მშენებლობა. აქ ასევე არის ეგზოტიკური მცენარეები, როგორიცაა კანფეტის ხე, იაპონური მაგნოლია, ოლეანდრები, მსხვილ ყვავილიანი მარადმწვანე მაგნოლია, გინგო, არაუკარია, სეკვოია, ევკალიპტი, ტიტების ხე, იაპონური კომში, იაპონური ნეკერჩხლები და მრავალი სხვა მცენარე. საბჭოთა პერიოდში, როდესაც გაგრა ნამდვილად გახდა სსრკ-ს ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე პოპულარული კურორტი, ზღვის სანაპიროზე აშენდა ცნობილი კოლონადა და ზამთრის თეატრი - რომელიც ამ კურორტის სამკაულია. კოლონადის უკან წლის შესანიშნავი ქალაქის სანაპიროა , რომელიც მორთულია ეგზოტიკური მცენარეებით. ახალ გაგრაში ბალნეოლოგიური საავადმყოფო მდებარეობს. ქალაქში გარე ღონისძიებების მოყვარულთათვის უამრავი გასართობია: ჩოგბურთის კორტები, წყლის თხილამურები და მოტოციკლეტები, მყვინთავთა ცენტრები, აკვაპარკი, მამძიშხის მთიდან პარაპლანებით გადმოფრენა, რომელიც უამრავ სტუმარს იზიდავს. კაფეები და რესტორნები სტუმრებს იზიდავს ცოცხალი მუსიკით და აღმოსავლური ყავის არომატით.#გაგრა #ქალაქი #აფხაზეთი #ისტორია #SokhumiDaily
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 2 months ago
ბოტანიკურ ბაღში არსებული 100 წლის მაგნოლია, რომელიც ხმება.
გახმობის პირას მყოფი 100 წლის მაგნოლია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ გასხლა. მაგნოლიას სოკოვანი დაავადება აქვს, ამის გამო ეტაპობრივად მიმდინარეობს მისი შეწამვლის სამუშაოები. მისი მოჭრის აუცილებლობა ჯერ არ არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოწამვლითმა სამუშაოებმა შედეგი არ გამოიღო, მაგნოლიის100 წლის ხეს მოჭრიან. „გუშინ განვახორციელეთ დაზიანებული ტოტის სანიტარული ჭრა. მაგნოლია უკვე რამდენჯერმე შეიწამლა. მას სპეციალისტები დღესაც ამუშავებენ. ვნახოთ, შეიძლება გადარჩეს“ - განაცხადა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ზვიად ქარჩავამ. ბოტანიკურ ბაღში სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა სხვა ხე-მცენარეების მდგომარეობა. დაახლოებით 15 ხმელი ხის მოჭრის საშიშროება არსებობს, რადგან საფრთხეს შეიცავს.