თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა მე კაცი სასიკვდილოდ მიმეტებდა და იმას ხელს ვერ დავადებ? -არქიმანდრიტი საბა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142823 ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ამბობს, რომ როცა ადამიანი სასიკვდილოდ გიმეტებს, იმას ხელს თავისთავად დაადებ. "თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა მე კაცი სასიკვდილოდ მიმეტებდა და იმას ხელს ვერ დავადებ? კაცი რომელიც სასიკდვდილოდ გიმეტებს და გამატება უნდა შენი, იმას ხელს ხო თავისთავად დაადებ. რაც არ დამინახია იმის დამტკიცება და თქმა ძნელი არის", - განაცხადა არქიმანდრიტმა საბამ , , ტვ პირველის" ეთერში. შეგახსენებთ, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 27 აპრილს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0