გიორგობის დღესასწაულის გამო ხვალ გორში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142828 გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ გორში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იგეგმება. გორიჯვრის ტაძართან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტება და მას შსს-ს წარმომადგენლები გააკონტროლებენ. შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მომლოცველებს ტაძარში მისვლა ფეხით, სოციალური დისტანციის დაცვით მოუწევთ. იმ ტაძრებში, სადაც ტრადიციულად უფრო მეტი ხალხი გროვდება ხოლმე, იქნება მოწესრიგებული როგორც ადამიანების მოძრაობა, ისე შეიზღუდება სამანქანო მოძრაობაც. შესაბამისად, ამ საკითხებზე ასეთი გადაწყვეტილებაა, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
0