გაითვალისწინე ეს რჩევები, სანამ მოგზაურობის დაგეგმვას დაიწყებ

0
მოგზაურობის დაგეგმვა შრომატევადი, მაგრამ (ჩემთვის) სახალისო საქმეა. ეს საქმიანობა საფუძვლიან ძიებას, დროსა და ენერგიას მოითხოვს. ✏️ თუ დაბალი ბიუჯეტით გეგმავ მოგზაურობას, ეცადე არატურისტულ სეზონს დაამთხვიო, ასე ხარჯებს რადიკალურად შეამცირებ ✏️ მონიშნე ქალაქები რუკაზე. თუ რამდენიმე ქალაქის ნახვას გეგმავ კომფორტული მარშრუტის შედგენაში ზუსტად რუკა დაიხმარე ✏️ ავიაბილეთები რაც შეიძლება ადრე იყიდე! თუ გინდა რომ ბევრი ფულის გადახდა არ მოგიწიოს, მინიმუმ ოთხი თვით ადრე უნდა იყიდო ✏️ წაიკითხე ბლოგები და მიიღე სათანადო ინფორმაცია. ისწავლე სხვის შეცდომებზე ✏️ წინასწარ მოძებნე ტრანსპორტი! უცხოეთი განსაკუთრებით კი ევროპა გამოირჩევა ტრანსპორტზე მაღალი ფასებით. ამიტომ უმჯობესია ესეც წინასწარ დაიგეგმოს და ზოგჯერ გადაიხადოს კიდეც ✏️ მოძებნე საცხოვრებელი ადგილი, თუ ბიუჯეტური გინდა, ყოველთვის ჰოსტელი აირჩიე ✏️ არ დაგავიწყდეს ისეთი დეტალები, როგორიცაა მოგზაურობის დაზღვევა, პასპორტი და პოზიტივი?
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#tips
#advice
#fun
#facts
#plane
#flying
#europe
#abroad
#opinion
#goodplaces
0