ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც 4 წელი გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა

0
გერმანული საფეხბურთო კლუბ „შალკეს“ ყოფილი მცველი, ჰიანიკ კამბა, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2016 წელს გავრცელდა, ცოცხალი აღმოჩნდა. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, ის რურის რეგიონში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენმა დაზღვევის თანხის მიღების მიზნით, საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო. გამოძიების მთავარი ფიგურანტი ფეხბურთელის ცოლია. როგორც გაირკვა, ქალმა ქმრის ავტოკატასტროფაში გარდაცვალების შესახებ სადაზღვევო კომპანიას ყალბი დოკუმენტები წარუდგინა. https://www.bild.de/bild-plus/sport/fussball/fussball/schalke-04-nach-sterbeurkunde-ex-schalke-talent-wieder-aufgetaucht-70432844, view=conversionToLogin.bild.html #სპორტი #ფეხბურთი #dailytbilisi
0