გუშინ ერთი ძალიან საინტერესო გოგოს ბლოგი აღმოვაჩინე, რომელიც აფხაზეთში მოგზაური მეგობრების ამბებს გვიყვება.
ირინას ჩანაწერები 2019 წლით თარიღდება და მისი ყველა ისტორია განსაკუთრებულია.
“აფხაზური ისტორიების სერიის გაგრძელებად “ამბებს მიღმა” ამჯერად სამ გოგნას წარმოგიდგენთ. თითოელი მათგანის წარსული, აწმყო და მომავალიც, აფხაზეთანაა დაკავშირებული.
“მე ემოციები შევაგროვე. სახეზე აღბეჭდილი ემოციები. ბაბუა თვლიდა, რომ მე ამაზე უნდა დამეწერა.”
ზღაპრული სამყარო
“მე აფხაზეთიდან ვარ. “პატარა გოგონა გალიდან”, სკოლაში ასე მეძახდნენ იმ დროიდან, რაც თბილისში გადმოვედი სასწავლებლად.” - მიამბობს სალომე - “ ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ბავშვს, საკუთარი თავი ჯადოსნური და ზღაპრული სამყაროდან მეგონა.”
დღეს სალომე ის იშვიათი ქართველია, რომელიც ენგურის ხიდს ხშირად კვეთს.
მეგობრებისთვის პლიაჟზე შეგროვებული კენჭები, ზღვის წყალი და იქაური ამბები ჩამოაქვს. ამბობს, რომ ზღვას აფხაზეთში განსაკუთრებული სუნი და ფერი აქვს.
“თუკი იქაურობა არასდროს გინახავთ, მაშინ მენდეთ, სასწაულად ლამაზია, ვერც კი აღვწერ, ისეთი ლამაზია.”
სალომე აფხაზეთში ჩადის, თუმცა, როგორ და ვისთან, ამას თავის საიდუმლოდ ტოვებს. ყოველ ჯერზე უწევს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლა. ყოველ ჯერზე ნერვიულობს, რამე არ ჰკითხონ და დაბრუნებაზე უარი არ უთხრან.
“ვაითუ მაგ პასუხის გამო აქ აღარსდროს შემომიშვან. აი, მაშინ ხომ ნამდვილად დაიკარგება ჩემთვის აფხაზეთი. მაგის საშინლად მეშინია.”
კარლ მარქსის ქუჩა
ანუნას სალომესგან განსხვავებული ისტორია აქვს. სოხუმიდან ბავშვობაში წამოვიდა, იქაური სახლი კი მხოლოდ სურათებიდან და ძველი კასეტებიდან ახსოვს. სოხუმში დაბრუნების სურვილი ანუნამ ფილმის გადაღებით გამოხატა - “მე გადავცურე ენგური” ნახევრად ბიოგრაფიული სურათია, რომელიც ანუნას ამბავს იმ ადამიანებთან აკავშირებს, ვისაც საკუთარ სახლში მისასვლელად მავთულხლართების გავლა უწევს.
“აფხაზეთიდან ხართ?” - ეკითხება ადგილობრივი ანუნას. ფილმის ეს სცენა ენგურის ხიდზეა გადაღებული, საუბარი კი რუსულად მიმდინარეობს.
“კარლ მარქსის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ახლა რა ჰქვია მარქსის ქუჩას?”
ფილმის ბევრი კადრი ტელეფონით ან სამოყვარულო კამერითაა გადაღებული, ანუნასა და ოპერატორებს ექსტრემალურ პირობებში უწევდათ მუშაობა, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს, ფირზე აღებეჭდათ ოჯახები, რომლებიც სრულ სიჩუმეში კვეთენ ტყეებს და მდინარეებს, ემალებიან რუს მესაზღვრეებს და მხოლოდ ასე ახერხებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას. ხშირად მათ გზას მავთულხლართები უღობავს.
“სხვა ბილიკების შესახებ რუსებმა უკვე იციან.” - ეუბნება ანუნას ადგილობრივი, რომელიც ქართველებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარება. - “ეს გზა უფრო გრძელია, მაგრამ უსაფრთხო.” ანუნა გადაწყვეტს, კიდევ ერთხელ ნახოს სახლი, რომელიც სოხუმში, მარქსის ქუჩაზე დგას.
ფეიხოა
ლიკა სალომეს მეგობარია. მან ბევრი ქართველის ოცნება აიხდინა და აფხაზეთს ესტუმრა.
“„პროპუსკი“ აფხაზ მესაზღვრეს აჩვენეს. მან ჩემი წარმოშობა იკითხა და მთავარ გამშვებ პუნქტთან წასვლის ნებართვა მომცა.” - იხსენებს ლიკა - “ათასი ფიქრი მერეოდა თავში. გულში თავს ვუყრიდი პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, რომელიც მესაზღვრეს შეიძლებოდა გასჩენოდა: „ვ გოსწი ედუ, “ „ტამ ჟივიოტ როდსტვენიკი ს მაევო პადრუგი“, „და, და, პერვი რაზ“ და ასე შემდეგ.”
მესაზღვრემ პასპორტს დიდი ხანი უყურა, ლიკას არც ერთი კითხვა არ დაუსვა და უსიტყვოდ გაატარა.
ასე აღმოჩნდა ლიკა აფხაზეთში. მასპინძლებთან ერთად, უამრავი ადგილობრივი გაიცნო. ყველას აინტერესებდა სტუმარი, ყველა ეცნობოდა, უღიმოდა და კოცნიდა.
ყველაზე მეტად აფხაზურ ოჯახში სტუმრობა დაამახსოვრდა.
“იმის წარმოდგენა, რომ ქართველი, 19 წლის გოგონა ვიყავი აფხაზურ ოჯახში, სადაც ქართულ-აფხაზური მეგობრობის სადღეგრძელოს სვამდნენ, მიჩენდა ეჭვს, რომ სიზმარს ვხედავდი. თუმცა ეს რეალობა იყო, რომელიც ფეიხოას კომპოტის არომატით დავიმახსოვრე.”
რეალობა
სალომემ, ლიკამ და ანუნამ ომით გახლეჩილი ქვეყნის ორი ნაწილის გაერთიანება მოახერხეს. თუნდაც, სულ ცოტა ხნით. მათი ნაამბობი ნოსტალგიითა და მონატრებით არის სავსე - ლიკა და სალომე ჯადოსნურ, ულამაზეს მხარეს აღწერენ, ანუნას ფილმში კი სოხუმის ძველ, საბჭოთა კადრებს ნახავთ. თუმცა, მათი ამბები სინამდვილეში ბევრ პასუხგაუცემელ კითხვასაც მოიცავს.
"სულ იმაზე მეფიქრება, ერთხელაც საზღვარზე რომ მკითხონ, აფხაზეთი საქართველოა? თუ აფხაზეთი აფხაზეთია? რას ვუპასუხებ? როგორ მოვიქცევი?” - კითხულობს სალომე.
მისი კითხვა რეგიონში გავრცელებულ განწყობას ეხმიანება. აფხაზებსა და ქართველებსაც კი არ აქვთ ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რა არის ეს ნაყოფიერი მიწა, ან, რა უნდა, რომ იყოს.
თუმცა, ამ გაურკვევლობაში სალომე ირჩევს, ის დაინახოს, რაც ორ მხარეს აერთიანებს. მისი აზრით, დიალოგის დაწყება მხოლოდ საერთო თემითა და ღირებულებებით არის შესაძლებელი.
მას ლიკაც ეთანხმება.
ბაბუა ახალგაზრდობის, ომის, უახლესი ისტორიის ამბებს მიყვებოდა. დამშვიდობებისას მთხოვა, რომ დაბრუნდები, ჩვენზე დაწერე, მოყევი რაც ნახე და იგრძენი. თუნდაც უმნიშვნელო ამბებად მოგეჩვენოსო.
ანუნასთვის კი ქართულ აფხაზურ-ურთიერთობაში რუსეთის ჩართულობა არის აშკარა.
“აფხაზები და ქართველები იბრძოდნენ, მაგრამ სინამდვილეში დიდი ომი რუსეთსა და საართველოს შორის იყო.” - ამბობს ის ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში.
მართლაც, რუსი მესაზღვრეების აქტიურობა ფილმშიც კარგად ჩანს. სასაუბრო ენაც არა აფხაზური, არამედ რუსულია.
“აქ ქართულად ლაპარაკი არ შეიძლება.” - ეუბნებიან ქართელი გოგონები ანუნას. ისინი სოხუმის სნაპიროზე სეირნობენ. - “მაგრამ, ბუნებრივად გველაპარაკება ასე, რადგან ქართულ მიწაზე ვართ.”
*სტატიაში გამოყენებული სურათები: Jonas Bendiksen - Magnum Photos
სტატიის ლინკი:
ავტორი: ირინა
პოსტზე იმუშავა: მარიამ თოფურიამ / მომო
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
-
#აფხაზეთი #საქართველო #აფხაზეთისაქართველოა #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #ახალიამბები #აფხაზეთიდან
#მოგზაურობააფხაზეთში
#აფხაზურიდღიურები #აფხაზი #ენგური #ისტორიები #ბლოგი