თენგიზ ცერცვაძე - ახლოს მივედით პიკთან და დაახლოებით 3 კვირა მატება იქნება, მაგრამ არა ციცაბო

0
„ჩვენ არ ვიცით კორონავირუსს ექნება თუ არა სეზონურობა. ყველაფერი ეს ვარაუდია, არავინ არ იცის უკვე იყო პიკი, თუ ის მომავალში იქნება და საერთოდ, როგორი იქნება ეს პიკი, იქნება ძალიან დრამატული და ციცაბო, თუ იქნება ეს პლატოს ფორმით, არავინ იცის. ჩემი ვარაუდია, რომ ჩვენ ახლოს მივედით პიკთან და დაახლოებით 3 კვირა იქნება მატება, მაგრამ არა ციცაბო მატება. ეს იქნება დაახლოებით იმ ტემპებით, როგორიცაა ბოლო ორი კვირის მანძილზე. ეს ძალიან კარგია, თუ შევინარჩუნეთ მატების ზრდის ეს ტემპი, მაშინ საქართველოს ჯანდაცვა ამას იოლად გაუმკლავდება და მალე გახდება შესაძლებელი ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა, რომელიც ადამიანებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. მე ვუშვებ, რომ მომდევნო 3-4 კვირის მანძილზე ყოველდღიურად ორი სამი ათეული ადამიანის დაინფიცირება იყოს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის სიტუაცია, რაც დღეს საქართველოშია. კარგი იქნება, თუ 1000-ს არ გადააჭარბებს ავადმყოფების რიცხვი“, - განაცხადა ცერცვაძემ.
0