რა როდის გაიხსნება ევროპის ქვეყნებში

0
როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამოქმედო გეგმა ევროპის ქვეყნებში? გთავაზობთ მას დაწვრილებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, რომელსაც Bloomberg-ი ავრცელებს: იტალია 4 მაისი: აღდგა სამშენებლო, საწარმოო პროცესი. რესტორნებს ე.წ take-away სერვისის უფლება აქვთ; 18 მაისი: რითეილერები, მუზეუმები გაიხსნება; 1 ივნისი: ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები სავარაუდოდ განაახლებენ მუშაობას. სკოლები კი სექტემბრამდე დახურული იქნება. ესპანეთი 28 აპრილი: პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მომდევნო რვა კვირის განმავლობაში ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. 2 მაისი: მოქალაქეებს მისცეს უფლება სეირნობის და ვარჯიშის. ბავშვების ქუჩაში გაყვანის შესაძლებლობა კი 26 აპრილიდან აქვთ ესპანელებს. 4 მაისი: ცალკეული ბიზნესები, მაგალითად სალონები გაიხსნა. ბარებს და რესტორნებს ე.წ take-aways სერვისის უფლება აქვთ. ასევე რამდენიმე კუნძულზე ბარებს აქვთ უფლება მომხმარებელს გაუმასპინძლდნენ შეზღუდული რაოდენობით. 6 მაისი: მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს გაახანგრძლივებს თუ არა საგანგებო მდგომარეობას, რომელიც 9 მაისს სრულდება. გერმანია 20 აპრილი: მცირე ზომის მაღაზიებმა, ავტოდილერებმა განაახლეს მუშაობა; 4 მაისი: ნაწილობრივ აღდგა სკოლებში სასწავლო პროცესი, სალონებმა განაახლა მუშაობა; 6 მაისი: მერკელმა შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქების შესახებ უნდა განაცხადოს; 31 აგვისტოს შემდეგ: მასშტაბური ღონისძიებები, მაგალითად ფეხბურთის მატჩები, ფესტივალები და კონცერტები შესაძლოა დაშვებული გახდეს. საფრანგეთი 11 მაისი: ოფიციალურად დაიწყება საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქება. შვეიცარია 27 აპრილი: გაიხსნა სილამაზის სალონები, ტატუს სალონები, მაღაზიების ნაწილი; 11 მაისი: ცალკეული სკოლები განაახლებენ მუშაობას. რითეილ-სერვისი ნაწილობრივ აღდგება, ასევე მუზეუმები და ბიბლიოთეკები გაიხსნება. სოციალური დისტანციის დაცვით, გაიხსნება რესტორნები და სპორტული ობიექტები. 8 ივნისი: უნივერსიტეტები გაიხსნება სავარაუდოდ, პროფესიონალური ფეხბურთის მატჩებიც აღდგება, თუმცა, მაყურებლის გარეშე. ავსტრია 14 აპრილი: მცირე ზომის მაღაზიები და მებაღეობის მაღაზიები გაიხსნა; 2 მაისი: უფრო დიდი ზომის მაღაზიები გაიხსნა; 15 მაისი: რესტორნები და ტაძრების გახსნა დაიწყება; 18 მაისი: სტუდენტების ნაწილი დაუბრუნდება სასწავლო პროცესს; 29 მაისი: სასტუმროები გაიხსნება. ნიდერლანდები: 11 მაისი: დაწყებითი სკოლები ნაწილობრივ გაიხსნება, მოზარდები ცალკეულ სპორტულ ვარჯიშებს დაუბრუნდებიან. 2 ივნისი: სკოლები და უნივერსიტეტები განაახლებენ მუშაობას; 1 სექტემბერი: მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის ფეხბურთის მატჩები და მუსიკალური ფესტივალები შესაძლოა აღდგეს. პორტუგალია 4 მაისი: მცირე ზომის მაღაზიები, სილამაზის სალონები, წიგნების მაღაზიები, ავტოდილერები გაიხსნა. მთავრობა აცხადებს, რომ მოქალაქეებმა სახლიდან მუშაობა მაისის ბოლომდე უნდა განაგრძონ. პირბადეები სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში. 18 მაისი: რესტორნები გაიხსნება, 50%-იანი დატვირთვით. მუზეუმები გაიხსნება. სკოლები გაიხსნება მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამამთავრებელ ბოლო ორ კლასში არიან. 1 ივნისი: უფრო დიდი ზომის მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, კინო-თეატრები და საბავშვო ბაღები გაიხსნება.
0