Deutsche Welle: როგორ აიცილა საქართველომ აღდგომის შემდეგ COVID 19-ის აფეთქება

0
„კორონავირუსი საქართველოში - როგორ მოახერხეს ქვეყანაში აღდგომის შემდეგ COVID 19-ის აფეთქების თავიდან არიდება“ - ამ სათაურით სტატიას Deutsche Welle აქვეყნებს როგორც გამოცემა წერს, საქართველოში კავკასიაში კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია და აღნიშნავს, რომ ექსპერტები მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „აქტიური რეაგირების მაგალითს“ უწოდებენ. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ეპიდემიოლოგების დიდ ყურადღებას აღდგომის დღესასწაული იწვევდა, რადგან ღამის ლიტურგიასა და სასაფლაოებზე მასობრივი მისვლის შემთხვევაში ეპიდემიის მკვეთრი აფეთქება გარდაუვალი იქნებოდა. „საქართველოში ეკლესია ჯარის შემდეგ ყველაზე სანდო ინსტიტუტია და მთავრობის ქმედებებზე იყო დამოკიდებული ხალხი რელიგიას აირჩევდა თუ მედიკოსების რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა“, - ნათქვამია სტატიაში. ავტორის წერს, რომ მთავრობა პატრიარქთან ტაძრების დაკეტვის შესახებ მოლაპარაკებებს თვეზე მეტხანს უშედეგოდ აწარმოებდა, ამიტომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პატრიარქთან კონფრონტაციაზე უნდა წასულიყო ან რისკების შემცირების სხვა გზა ეპოვნა. „თავიდანვე ცხადი იყო, რომ ღია კონფლიქტზე არავინ წავიდოდა, რადგან ეკლესიის ავტორიტეტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია, - ამბობს ჰენრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან მაისტერი. - ამ პირობებში მთავრობამ შემოვლითი გზა იპოვა. კერძოდ - ნაბიჯ-ნაბიჯ მოქალაქეთა მობილობა შეზღუდა“, - წერს Deutsche Welle. გამოცემა აღნიშნავს, რომ აღდგომამდე 1 კვირით ადრე საქართველოში 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტა, რათა ხალხი ნათესავებთან წასულიყვნენ. დაიკეტა სასაფლაოები, ქალაქებში კი 5 დღით პირადი ტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალა, რის გამოც სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების მსურველებს ტაძრებში ფეხით მისვლა და იქ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე დარჩენა მოუწიათ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ზომებმა გაამართლა, რადგან აღდგომიდან მეათე დღეს ქვეყანაში ინფიცირების 511 შემთხვევა დაფიქსირდა. „ეს ნიშნავს, რომ მიღებულმა ზომებმა იმოქმედა, ამბობენ ექსპერტები. იმოქმედა შეზღუდვამ ადამიანის გადაადგილებაზე, ცალკეული მოძღვრების მოწოდებებმა, მედიკოსების ემოციურმა გამოსვლებმა, რომლებსაც ხელისუფლებამ რთულ სიტუაციაში აგიტატორების როლი ანდო. აპრილის ბოლო რიცხვებში პრემიერ-მინისტრმა გახარიამ შეზღუდვების რამდენიმე ეტაპად მოხსნის შესახებ განაცხადა“, - წერს ავტორი. # Deutsche Welle#კოროავირუსი#საქართველო# ეკლესია#Tbilisi Daily# DailyNews
0