სოციალური დახმარება მოწყვლადი ჯგუფებისთვის

0
საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა, დურსუნ გასანოვმა, კომპანია „აკორდის“ და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლობასთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტს, 105 მოწყვლადი კატეგორიის ოჯახისთვის სასურსათო პაკეტები გადასცა. პირველადი მოხმარებისა და გადაუდებელი აუცილებლობის ნივთების და პროდუქტების გადაცემა დღეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან მოხდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, აზერბაიჯანულ მხარეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიური მხარდაჭერისა და სოციალურ აქციებში ინტენსიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევის პირობებში, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო ყველას ვინც ამ გლობალურ გამოწვევაში აქტიურად გვიჭერს მხარს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით, ძალიან მალე, დავამარცხებთ ეპიდემიას. ასევე, მინდა ვთქვა, რომ დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივების დახმარების პროცესში და ყველა ოჯახთან მივიდა მსგავსი ტიპის სასურსათო და პირველადი საჭიროების პროდუქტი. ასევეა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც - ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად არიან ჩართული მსგავს ღონისძიებებში, რისთვისაც, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.“ - განაცხადა, შოთა რეხვიაშვილმა.
#StopCoV
#COVID19
#მარნეული
#ბოლნისი
#
დახმარება
#MarneuliDaily
0