ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი ირანული ავიაკომპანიაა

0
BBC-ის არაბული სამსახურის მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ირანულმა ავიაკომპანია Mahan Air-მა, ახლო აღმოსავლეთში COVID-19-ის გავრცელებას შეუწყო ხელი. კორონავირუსული პანდემიის გამოცხადებისთანავე, ქვეყნების უმეტესობამ, ირანის მიმართულებით ფრენების დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. საპასუხოდ, ოფიციალური თეირანის კუთვნილ Mahan Air-ს ავიამიმოსვლა არც ეპიდემიის დროს შეუჩერებია. აქვე აღსანიშნავია, რომ ნომინალურად, კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული აკრძალვა ირანის შიდა ფრენებზეც ვრცელდებოდა. ზემოხსენებულის მიუხედავად, Mahan Air-ის ფრენების მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ იანვრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე, კომპანიამ ასობით ფრენა განახორციელა ერაყის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და სირიის მიმართულებით. როგორც ცნობილია, კომპანიის თანამშრომლებმა თავდაპირველად პროტესტი გამოთქვეს ვირუსით დაინფიცირების მაღალი ალბათობის გამო, მაგრამ შემდეგ პროტესტი შეწყდა, სავარაუდო სისხლის სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად. თებერვალში ირანი ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად იქცა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#middleeast
#Iran
#Mahan
#airways
#headline
#flight
0