ბიბლია - იყო თუ არა ვაშლი აკრძალული ხილი?

0
? ყველა ადამიანმა იცის, განურჩევლად იქნება ის ქრისტიანი თუ არა, რომ ადამისა და ევას სამოთხიდან გამოგდების მიზეზი აკრძალული ხილის, ვაშლის გასინჯვა გახდა. მაგრამ საკითხავი ისაა - აკრძალული ხილი ნამდვილად ვაშლი იყო?! ??? ლათინურად სიტყვების თამაშისას სიტყვა "ხილი" ზოგჯერ ვაშლს ნიშნავდა. თვითონ ვაშლის ლათინური დასახელება, malus კი ბოროტს, ან ვაშლს ნიშნავს. აღსანიშნავია ისიც რომ ბიბლიაში კონკრეტული ხილი არაა ნახსენები, უბრალოდ ვიცით რომ აკრძალული ნაყოფის ხე ედემის ბაღის ცენტში იყო. იუდაიზმის მიხედვით ეს ხილი იყო - ყურძენი, ლეღვი, ციტრონი ან ხორბალი. მრავალი სწავლულისა და ფილოსოფოსის მიხედვით, აკრძალული მხოლოდ კონკრეტული ხის ნაყოფი იყო და არა თვითონ ხილის სახეობა. ? მეორე ვერსიის თანახმად, ძველი აღქმის გადათარგმნისას ბერძნებმა დაუშვეს შეცდომა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ლათინურად ვაშლს ზოგ შემთხვევაში სხვა სიტყვასაც უწოდებდნენ, მაგრამ აკრძალული ხილი რეალურად ბროწეული იყო.
#religion
#tbilisi
#თბილისი
#აკრძალულიხილი
0