კონტაქტური დერმატიტი: სიმპტომები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა

0
კონტაქტური დერმატიტი არის კანის რეაქცია გამაღიზიანებლებზე. კანის რეაქციის ხარისხი დამოკიდებულია სხვა და სხვა ფაქტორებზე: გამაღიზიანებლების ძალაზე ზემოქმედების ხანგრძლივობაზე კანის ბარიერულ ფუნქციაზე და ა.შ. კანის გაღიზიანებას იწვევს, როგორც ქიმიური ( მჟავები, ტუტები და სხვა), ასევე ფიზიკური ფაქტორები (დაბალი და მაღალი ტემპერატურა, სხივები, მექანიკური ზემოქმედება და სხვა).

რა სიმპტომებით ვლინდება კონტაქტური დერმატიტი?

გამაღიზიანებლების ზემოქმედების ადგილას ვითარდება კანის ანთებითი რეაქცია. პაციენტი გრძნობს წვას, ჩხვლეტას, ზოგჯერ ტკივილს და ქავილს. ობიექტურად აღინიშნება სიწითლე, ბუშტუკები, ბუშტები, მძიმე შემთხვევებში ნეკროზი. კანის რეაქცია ვითარდება კონკრეტულად გამაღიზიანებლის ზემოქმედების ზონაზე და მკვეთრად შემოსაზღვრულია.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ სურათს და ანამნეზს. რთულ შემთხვევებში კანის ბიოფსიაც კი ხდება საჭირო. ალერგენის დასადგენად რიგ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს სპეციფიკური ალერგიული სინჯები.

მკურნალობა

მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ალერგენის დადგენას.
#news #opinion #health #forgealth #healthcare
Tbilisi
0