ჰოფმანი - გარდამავალი პერიოდი, დამოუკიდებლობის 4 ტიპი, იდენტობა

0
?‍⚖?‍⚖ ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სრულფასოვანი იდენტობის მისაღწევად მათი ოჯახური როლი და გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი საუბრობენ - მშობლის, შვილის, დის, ძმის, მეუღლის როლის შესრულების მნიშვნელობაზე. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ჰოფმანის მიხედვით, ადამიანები იდენტობას სრულფასოვნად ნაკლებად პოულობენ კარიერაში, ან თუ იპოვნიან სრულფასოვნად მაიმც ვერ იღებენ თავიანთ იდენტობას. ?-?-?‍?-?‍⚖ ?-?-?‍?-?‍⚖ ადამიანი, რომელიც გადის განვითარების გარდამავალ პერიოდს, ნელ-ნელა გამოეყოფა საკუთარ პირვანდელ ოჯახს და ნიადაგს ამზადებს საკუთარი, ახალი ოჯახის შესაქმნელად. ჰოფმანმა გამოყო 4 ტიპის დამოუკიდებლობა, რომელიც უნდა შეიძინოს ახალგაზრდამ გარდამავალ პერიოდში: 1. ემოციური დამოუკიდებლობა - ახალგაზრდა ხდება სოციალურად (მხარდაჭერა) და ფსიქოლოგიურად (სიყვარული) დამოუკიდებელი მშობლებისგან. 2. ატიტუდური დამოუკიდებლობა. ახალგაზრდას უყალიბდება მშობლებისგან განსხვავებული - განწყობების, ღირებულებების, დამოკიდებულებების სისტემა. 3. ფუნქციური დამოუკიდებლობა. ახალგაზრდა მატერიალურად დამოუკიდებელია და თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს თავისი პრობლემები. 4. კონფლიქტური დამოუკიდებლობა. ახალგაზრდა გამოეყოფა მშობლებს და არ განიცდის დანაშაულის გრძნობას, რომ ის არის მოღალატე. თუ ახალგაზრდამ ეს ვერ მოახერხა ამ დამოუკიდებლობის ფორმირება, მას ექმნება პრობლემები ფსიქოლოგიურ ადაპტაციაში.
#psychology
#tbilisi
#ფსიქოლოგია
#თბილისი
0