პარტნიორის შერჩევა

0
? პარტნიორის შერჩევისას ჩვენ ვითვალისწინებთ ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური, ანატომიური, ზნეობრივი, კულტურულ, რელიგიურ ფაქტორებს. ? ფროიდის აზრით, პარტნიორის შერჩევის საფუძველია საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მშობლისადმი ლტოლვა, რომელსაც შემდგომ სოციალურად მისაღებ ადამიანზე აიგივებს პიროვნება. ⚪⚫ ვინჩის კომპლემენტალური (შემავსებელი) მოთხოვნილებების თეორიის თანახმად, საპირისპირო ნიშნების მქონე ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. წყვილმა უნდა შეავსოს ერთმანეთი. მაგალითად, დაბალ მამაკაცს მოსწანს მაღალი ქალები, რბილ მამაკაცს კი შეიძლება იზიდავდეს ენერგიული ქალბატონები. ყოველი ინდივიდი ეძებს ისეთ პარტნიორს, რომელიც შეავსებს მათ ნაკლოვანებებს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია რომ წყვილებს ჰქონდეთ მსგავსი სოციალური ნიშნები (მიზანი, განწყობა, ღირებულებები, სოციალური როლი) და ფსიქოლოგიურად უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. ? რატომაა ჩვენთვის მომხიბვლელი კონკრეტული ადამიანი? ავსტრიელი მეცნიერის ო. ვაინინგერის თეორიის თანახმად კაცსა და ქალს გააჩნიათ მათი სქესისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ გარკვეული პროცენტი საპიროსპირო სქესის ნიშმებიც.შეიძლება იყო, მაგრამ აქაც მთავარია რომ ეს განაწილება გამოვიდეს ჰარმონიული. მაგალითად კაცს, .რომელსაც 73% მამაკაცური თვისებები აქვს, 27% ქალური, ხოლო ქალს, რომელსაც 73% ქალური თვისება აქვს, ხოლო 27% მამაკაცური ეს წყვილი ერთმანეთს განსხვავებებისა და მსგავსების მიუხედავად 100%-ით შეავსებს. აქ ვაინიმგერი გულისხმობ იმას რომ არაა აუცილებელი ადამიანი რადიკალურად საპირისპირო, ან მსგავსი იყოს. აქ თვისებების ჰარმონიულ განაწილებას ესმება ხაზი. ? სენტერსის ინსტრუმენტალურითეორია. სენტერსის თეორიის მიხედვით, ისეთი ადამიანები იზიდავენ ერთმანეთს, რომელთა მოთხოვნილებებიც ან მსგავსია, ან შემავსებელი ფუნქცია აქვს. ის აღნიშნავს რომ ზოგი მოთხოვნილება (მაგ: კუთვნილების; სქესობრივი და ა.შ.) უფრო პრიორიტეტულია და წინა პლანზეა ვიდრე დანარჩენი, ამასთანავე სენტერსი იმასაც აღნიშნავს რომ ხშირად, კონკრეტული მოთხოვნილებები, კონკრეტული სქესისათვისაა მეტად დამახასიათებელი.
#ფსიქოლოგია
#თბილისი
#psychology
#tbilisi
@ფროიდი
#პარტნიორისშერჩევა
#ო.ვაინინგერი
0