Facebook-ის განცხადებაში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობაა" ნახსენები

0
მამუკა მდინარაძე: Facebook-მა დაადასტურა, რომ ნაცმოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს საქართველოს ეკლესია და მმართველი პარტია წარმოადგენს. „განსაკუთრებით, 2018 წლიდან, საქართველოში დაიწყო სოცქსელების სოცქსელების გამოყენება დეზინფორმაციისა და ყალბი კონტენტის შექმნისთვის. რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული პიარკონსულტანტ ვიტალი შკლიაროვთან. ის იყო „ნაციონალური მოძრაობის რუსი „პიარშიკი“. სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო ნიშნად აქცია, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ. „სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც Facebook-სივრცე გაჯერებულია სიყალბითა და სიძულვილის ენით, თუმცა, თავად Facebook-მა გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია Facebook-ის სხვადასხვა ყალბი გვერდებისა და ანგარიშების ჩახსნაზე და მასში, საქართველოს კონტექსტში, ნახსენების ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ესაა „ნაციონალური მოძრაობა“. Facebook-ის განცხადებით, ნაცმოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მთავრობის ძალისხმევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ხელისუფლება, მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, რომ მივაღწიოთ თითოეულ იმ ადამიანამდე, ვისაც ზიანი მიადგა. Facebook-ის განცხადებითვე, ამ კამპანიის უკან მდგომი პირები ცდილობენ საკუთარი ვინაობის დამალვას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში დიდი ოდენობით თანხა იხარჯებოდა. რასაც Facebook-მა მიაკვლია, საუბარია 100 ათას ლარამდე თანხაზე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. Facebook-ის ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში წერია, Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა Facebook-ის 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ავთენტური და ყალბი ანგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად.
0