იმპრესიონიზმი- კლოდ მონე

0
გასაოცარია ტექნიკა, რომლითაც ნახატებია შესრულებული, თუმცა ჩემთვის, როგორც არაკომპეტენტური მნახვეილისთვის, რთულია მათი შეფასება. ყველაზე მთავარი, რითაც ნახატები ჩემში დიდ ემოციას იწვევენ ესაა ფერები. სწორედ ამიტომაცაა იმპრესიონისტების, განსაკუთრებით კი მონეს შემოქმედება ჩემთვის საუკეთესო. ამრიგად, მინდა, წარმოგიდგინოთ რამდენიმე ნახატი, რომლებშიც მხატვარმა, ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი ფერები გამოიყენა. ამ ეპოქის მხატვართა აზრით, საგნები უკვე არსებობს ჩვენს გონებაში, წარმოსახვაში. საკმარისია პატარა მინეშნაბა მათზე, და ისინი მაშინვე გაცოცხლდებიან. ამიტომაც არ არის აუცილებელი ყველაფრის ზედმიწევნით გადმოცემა, რადგან ეს უფრო აუცხოებს დამოკიდებულებას ჩვენსა და წარმოდგენილ ობიექტებს შორის. ასევე ხდებოდა ლიტერატურაშიც. ამგვარად, ხელოვანები უფრო მეტად ენდობიან მკითხველსა თუ მნახველს. ისინი იმდენად ზუსტად აღარ აღწერენ ყველა სურათს, როგორც ვიქტორ ჰიუგო. მაგალითისთვის, გავიხსენოთ ქართველი იმპრესიონისტი მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე, რომელიც გამოირჩევა თავისი მხატვრული სტილით, მისი მოკლე წინადადებები, წყვეტილი ეპიზოდები, გვაძლევს მეტ უფლებას, რათა ჩვენთვითონვე დავამთავროთ, დავასრულოთ სურათი. რადგან ის, ჩვენი შთაბეჭდილებებით დახატული, უფრო ახლოს იქნება ჩვენს ფსიქოლოგიასთან, ვიდრე მწერლის მიერ ზედმიწევნით გადმოცემული ყოველი დეტალი
#კლოდმონ
#
#იმპრესიონიზმი
#ხელოვნება
#მხატვრობა
Tbilisi
0