http://pirveliradio.ge/?newsid=142913
როცა ამას ამბობენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, ესაა ჩვეული უტიფრობა - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა, რითაც, პარლამენტის ვიცე სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" კოკა ყანდიაშვილთან კავშირი 2014 წლის შემდეგ არ ჰქონია.
"რაზე უნდა ვიდაოთ, კოკა ყანდიაშვილი, ნაცვლიშვილი, შალვა რამიშილი, პოსტ ტვ, მთელი ეს ნიაღვარი სიძულვილის ქადაგების და მათ შორის ანტიდასავლური პროპაგანდის, ანუ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო პროპაგანდის, სადაც დიდი გადაკვეთა აქვთ მათ პირდაპირ რუსულ, პროპუტინულ წყაროებთან, ეს გარდა ჩვენი შეფასებისა, დოკუმენტურად ატლანტიკური საბჭოს კვლევის მიერაა დადასტურებული. Facebook შინაარსს ნაკლებად უყურებს, ის უფრო უყურებს არაავთენტურ აქტივობას, ანუ თუ ერთი ადამიანი მართავს მრავალ საიტს და წარმოაჩენს ერთი კაცის პოზიციას ათასობით ადამიანის პოზიციად, ალგორითმით იჭერენ ამას", - ამბობს გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში.